როდის მოვა გაზი - "თბილისი ენერჯი" მორიგ განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

როდის მოვა გაზი - "თბილისი ენერჯი" მორიგ განცხადებას ავრცელებს

თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა დილის 8 საათიდან განახლდა.

კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი. საბურთალოზე ამ დროისთვის 65 % ჩართულია.

„კომპანიის მთელი რესურსი სრულად მიმართულია გაზმომარაგების აღდგენის სამუშაოებზე. ამ დროისთვის ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი. საბურთალოზე ამ დროისთვის 65 % ჩართულია. გაზმომარაგების აღდგენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. განახლებებს პერიოდულად მოგაწვდით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"