"ცეცხლი რომ გაჩნდა ეძინა და..." - ტრაგედია ზუგდიდში: ხანძარს 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"ცეცხლი რომ გაჩნდა ეძინა და..." - ტრაგედია ზუგდიდში: ხანძარს 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდში ხანძარს 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. ცეცხლი ბორჯომის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა. მას, სავარაუდოდ, ეძინა და მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

"ინტერპრესნიუსი"