„კასტილებიან“ რუს ჯარისკაცებს შეტევაზე გადასვლას აიძულებენ - "საზარბაზნე ხორცი" რუსულად
21-ე საუკუნის ომები იმითაც განსხვავდება წინამორბედებისგან, რომ თითქმის ყველა საბრძოლო მოქმედება ფიქსირდება დრონებზე დაყენებული ვიდეოკამერებით და ხშირად ისეთ კადრებსაც წააწყდები, რაც უბრალოდ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება...
ფრონტის ხაზზე ხელჯოხიანი მეომრის ნახვა ყველა ომში აქამდეც შეიძლებოდა, როდესაც ბრძოლაში დაჭრილი ხიდან მოტეხილ ტოტზე დაყრდნობილი ცდილობდა ზურგში როგორმე გასვლას, რომ მისთვის სამედიცინო დახმარება აღმოეჩინათ...
მაგრამ, როდესაც ქარხნული წარმოების ხელჯოხით ავტომატიანი სამხედრო ფრონტის ხაზზე ზურგისკენ კი არა, არამედ პირიქით წინ მიიწევს შესატევად, ეს ეტობა მხოლოდ უკრაინის ფრონტზე თუ ფიქსირდება და რა თქმა უნდა, რუსი ოკუპანტების რიგებში...
უკრაინული სადაზვერვო დრონების ვიდეოკამერები ბოლო თვეებში უფრო ხშირად აფიქსირებენ ასეთ უცნაურ ვიდეოკადრებს-საბრძოლო მოქმედების ზონაში მოწინააღმდეგის მხრიდან ორი-სამი ფიგურა ფეხით და ძალიან ნელა გადაადგილდება, ვიდეოკამერის ზუმის ამოქმედებისა და კადრის ახლო მოტანის შემდეგ კი დრონის ოპერატორებს გაკვირვებისან ყბა უვარდებათ-შეტევაზე „გადმოსული“ რუსი ოკუნტების ნაწილი „კასტილებით“ ძლივს „მოჩოჩავს“, ნაწილსაც ხელი აქვს თაბაშირში ჩასმული...
ბოლოს გავრცელებულმა ვიდეოკადრმა კი საერთოდ „გადაკეტა“ ლოგიკა - „კასტილებიანი“ რუსი ჯარისკაცის წინ...ოთხზე მიფოფხავს მისი თანამებრძოლი, თანაც უიარაღოდ...
რას ნიშნავს ეს - ნუთუ რუსული ჰოსპიტლებიდან მასიურად გამოიქცნენ დაჭრილი ოკუპანტები უკრაინელების პოზიციებზე შეტევების განხორციელების დიდი სურვილით?

რა თქმა უნდა არა, მიზეზი ძალიან მარტივია-რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაყოფების მეთაურები თავიანთ დაჭრილ მეომრებს დიდხანს არ აჩერებენ ჰოსპიტლებში, არ აძლევენ მათ გამოშუშების საშუალებას, უკანვე აბრუნებენ ნაწილში და მალევე ისევ შეტევაზე უშვებენ...
აი სწორედ ამას ჰქვია „რუსული საზარბაზნე ხორცი“, რადგან მათმა მეთაურებმა ძალიან კარგად იციან, რომ „კასტილებიანი“ მეომრებით უკრაინელების პოზიციებს ვერ აიღებენ, მაგრამ სამაგიეროდ, უკრაინელები ხომ მაინც მიახარჯავენ რამდენიმე ათეულ ვაზნასა ან მით უმეტეს ჭურვს „კასტილებიან მოიერიშეებს“ შესაჩერებლად, შესაბამისად უკრაინის არმიას დააკლდება საბრძოლო მასალაც - განსაზღვარავენ რუსი ოკუნტების სარდლობაში...
ეს უკვე ომი აღარ არის, ეს უბრალოდ სასაკლაო, თუმცა ვის უნდა გაუკვირდეს რუსეთის გენერალიტეტის ეს „ტაქტიკა“ მას შემდეგ, რაც იმავე კრემლის გენერლებმა ათეულობით მილიონი ჯარისკაცი შეაკლეს მეორე მსოფლიო ომს(მათ შორის რამდენიმე ასეული ათასი ქართველიც), როდესაც შეიძლებოდა ბევრად ნაკლები მსხვერპლით იმავე მიზნების შესრულება...

იმის მტკიცება ,რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები მხოლოდ „კასტილიანი მოიერიშეების“ ტაქტიკით ებრძვის უკრაინას, რა თქმა უნდა, არასწორი იქნება, რადგან მაშინ პუტინის არმიას არ ექნებოდა საბრძოლო ინიციატივა და ვერ დაიპყრობდა უკრაინის ახალ-ახალ მიწებს...
უფრო უნდა ვიფიქროთ, რომ „კასტილებიანი მოიერიშეების“ რიგებში ხვდებიან რუსეთის საოკუპაციო ძალების ის მეომრები, რომლებსაც რაღაც დანაშაული მიუძღვით-ან ჰქონდათ „სამოსტრელი“(ანუ თავადვე მიიყენეს ცეცხლსასროლი ჭრილობა და ეს მეთაურობამ გაუგო) ან ლოთობას გადაჰყვნენ და ამისთვის ამ სახით სჯიან, რაც ფაქტობრივად სიკვდილზე გაგზავნას ნიშნავს...
ჩნდება კითხვა - რა მოხდება თუკი „კასტილებიანები“ უარს იტყვიან შეტევაზე წასვლაზე და ზურგში დაბრუნებას ეცდებიან?
საერთო ჯამში ბევრი აღარაფერი შეიცვლება მათთვის-უბრალოდ ვაზნების დახარჯვა იმ რუსულ გადამღობ რაზმებს მოუწევთ, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობას პოზიციების უკან უყენია, რათა არ დაუშვას ჯარისკაცების დეზერტირობა ფრონტის ხაზიდან...
ვიდეო: შეტევაზე „გადასული“ „კასტილებიანი“ რუსი ჯარისკაცის წინ... ოთხზე მიფოფხავს მისი თანამებრძოლი, თანაც უიარაღოდ...