"ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებს" - რას ამბობს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი - კვირის პალიტრა

"ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებს" - რას ამბობს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი, რომელსაც კენჭს ხვალ უყრიან, აგრძელებს სალომე ზურაბიშვილის აღიარებას საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად, - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.

მისი თქმით, რეზოლუცია ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, სალომე ზურაბიშვილი მომავალ სამიტზე მიიწვიოს.

„რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს, მოიწვიოს იგი მომავალ სამიტზე და წარმოადგინოს საქართველო ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მომავალ სამიტზე“, - წერს რიკარდ იოზვიაკი.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტი 13 თებერვალს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს. ევროპარლამენტში დებატები „საქართველოში არსებული პოლიტიკური არეულობის“ შესახებ 21 იანვარს გაიმართა.

"ინტერპრესნიუსი"