პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - კვირის პალიტრა

პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

აქციის მონაწილეების ნაწილი თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბა, საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლეს.

დემონსტრანტები სკანდირებენ: “არ გავჩერდებით, ჩანიშნე არჩევნები”, "გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები", “ცეცხლი ოლიგარქიას”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”.

აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

პროტესტის 77-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

"ინტერპრესნიუსი"