"პუტინს სურს მშვიდობა და ომის დასრულება" - სად შეხვდებიან ერთანეთს ტრამპი და კრემლის ბინადარი - კვირის პალიტრა

"პუტინს სურს მშვიდობა და ომის დასრულება" - სად შეხვდებიან ერთანეთს ტრამპი და კრემლის ბინადარი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, პუტინს, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში შეხვდება, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

ტრამპმა არ დააკონკრეტა, როდის შეხვდება პუტინს, მაგრამ აღნიშნა, რომ შეხვედრა "არც ისე შორეულ მომავალში" გაიმართება.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინთან კარგი სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

”ჩვენ გვინდა დავასრულოთ ეს ომი, ეს ომი კატასტროფაა”, - განაცხადა ტრამპმა.

მისი მტკიცებით, დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინს სურს მშვიდობა და ომის დასრულება.

"ინტერპრესნიუსი"