"ვინც ირაკლის და ამ ხუთ ადამიანს იცნობს, ეჭვი არასდროს შეუტანია, რომ არასდროს თეთრს არ მოკიდებდნენ ხელს" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე "კაბელების საქმეზე"? - კვირის პალიტრა

"ვინც ირაკლის და ამ ხუთ ადამიანს იცნობს, ეჭვი არასდროს შეუტანია, რომ არასდროს თეთრს არ მოკიდებდნენ ხელს" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე "კაბელების საქმეზე"?

“კაბელების საქმეზე” ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.კერძოდ, საია-ს ცნობით, 2025 წლის 11 თებერვალს ადმიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “ღლონტი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” საიას მიერ წარდგენილი საჩივარზე გადაწყვეტილება მიიღო და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი, მე-3 „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა დაადგინა.„საჩივარი შეეხებოდა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ შესაძლო მითვისების/სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლების ფაქტს.

ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"ირაკლი ალასანიაზე შანტაჟის მიზნით უკანონოდ დაპატიმრებულმა ხუთმა ადამიანმა, გიზო ღლონტმა, ნუკრი კაიშაურმა, გიორგი ლობჟანიძემ, დავით წიფურიამ, არჩილ ალავიძემსტრასბურგის სასამართლოში საქმე მოიგეს.

კაბელების შეთითხნილი საქმე ხომ გახსოვთ?

ვისაც არა, ძალიან მოკლედ გაგახსენებთ - ირაკლი ალასანიამ თავდაცვის მინისტრობისას ნატოს მოახსნევინა ემბარგო საჰაერო თავდაცვის შეიარაღებაზე, მრავალჯერ შეათანხმა მთავრობის სხდომაზე ბიუჯეტიც, ყველა დეტალიც და ღარიბაშვილმა მოაწერა კიდეც ხელი.

ალასანია წავიდა საფრანგეთში საჰაერო თავდაცვის კონტრაქტზე ხელის მოსაწერად და ბოლო წუთს ივანიშვილის დავალებით დაურეკეს, არ მოაწეროო. მაინც მოაწერა და იმ დღესვე ხელი სტაცეს ხუთ უდანაშაულო ადამიანს, ბრალდებით, რომ მიწისქვეშა საკომუნიკაციო მაგისტრალი, რომელიც ასევე ამ თავდაცვის სქემაში ჰქონდა ირაკლის ჩართული, კორუფციული გარიგებააო.

ციხიდან ეს ხალხი არ გამოუშვეს, სანამ ირაკლიმ არ გამოაცხადა, რომ პოლიტიკის სცენას ტოვებს.

ვინც ირაკლის და ამ ხუთ ადამიანს იცნობს, ეჭვი არასდროს შეუტანია, რომ არასდროს თეთრს არ მოკიდებდნენ ხელს, არც სახელმწიფოსას და არც ვინმესას საერთოდ. ვინც მათ პირადად კარგად არ იცნობს, ბევრ ასეთ ადამიანსაც არ შეპარვია ეჭვი, რომ მართლები იყვნენ. მადლობა ამისთვის.

დღეს მოვიდა სტრასბურგის დასკვნა, რომელიც ამ სიმართლეს ადასტურებს. უსამართლოდ დაპატიმრებულმა ადამიანებმა საქმე მოიგეს.საქმე, რომელიც სქელი საქაღალდეების ტომები იყო, უწიგნურმა პროკურორებმა და მოსამართლეებმა ნახევარ საათში "წაიკითხეს" და განაჩენიც გამოიტანეს.ერთადერთი გმირი აღმოჩნდა მოსამართლე დავით ჯუღელი, რომელმაც გაამართლა უსამართლოდ ბრალდებულები და არ დაემორჩილა უკანონო მოთხოვნას, მაგრამ სხვა ინტსტანციებში ათრიეს საქმე და მაინც დააპატიმრეს ეს ხალხი, რომ შეეთხზათ ბუნდოვანება ირაკლის მიმართ და დაეზიანებინათ მისი რეპუტაცია.სტრასბურგის სასამართლოს საქმის ყველა დეტალში გასარკვევად წლები დასჭირდა, მაგრამ სამართალი რომ დაგეწევა და შენს რეპუტაციას ვიღაცეების ბინძური ხელების ჭუჭყს დოკუმენტურად ჩამორეცხავს, ასი წლის მერეც სასიხარულოა.ამ ადამიანებს, არათუ თეთრი უკანონოდ არ დაუანგარიშებიათ, არამედ სტრასბურგის სასამართლოშიც უარი თქვეს სახელმწიფოსთვის კომპენსაციის დაკისრებაზე!!!

მათ განაცხადეს, რომ ეს გამარჯვება ღირსების საქმეა!განსაკუთრებული მადლობა საიას სარჩელის მომზადებისა და შეტანისთვის!" - წერს ნათია ფანჯიკიძე.