"ეს არ არის უკრაინელი ჯარისკაცების ღალატი..." - აშშ-ს თავდაცვის მდივანი ტრამპის სამშვიდობო ინიციატივაზე - კვირის პალიტრა

"ეს არ არის უკრაინელი ჯარისკაცების ღალატი..." - აშშ-ს თავდაცვის მდივანი ტრამპის სამშვიდობო ინიციატივაზე

აშშ-ის მცდელობები უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ ღალატი არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ნატო-ს წინაშე „წარმოუდგენელი ვალდებულება" აიღო და რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს აშშ-ზე მეტი ვალდებულება უკრაინის მიმართ.

ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთია, ვისაც მშვიდობის დასამყარებლად მხარეების მოწვევა შეუძლია.

„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ერთადერთი ადამიანია მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია მხარეები ერთად მოიწვიოს მშვიდობის დასამყარებლად“, -აღნიშნა პიტ ჰეგსეტმა.

"ინტერპრესნიუსი"