"არავისთვის შეუთანხმებია... ყველასთვის მოულოდნელი იყო" - რა გამოხმაურებები მოჰყვა სოფო გელოვანის საპროტესტო განცხადებას ლილიკო ნემსაძის საიუბილეო კონცერტზე - კვირის პალიტრა

"არავისთვის შეუთანხმებია... ყველასთვის მოულოდნელი იყო" - რა გამოხმაურებები მოჰყვა სოფო გელოვანის საპროტესტო განცხადებას ლილიკო ნემსაძის საიუბილეო კონცერტზე

11 თე­ბერ­ვალს, თბი­ლი­სის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში, ლი­ლი­კო ნემ­სა­ძის სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტი, "ჩუ­მად ნათ­ქვა­მი“ გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბა კომ­პო­ზი­ტო­რის 30-წლი­ან შე­მოქ­მე­დე­ბას მი­ე­ძღვნა და მისი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ჰი­ტე­ბი შეს­რულ­და.

კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ქარ­თვე­ლი ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი, მათ შო­რის: ლელა წურ­წუ­მია, მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლი, მაია ჯა­ბუა, თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი, აჩი­კო ნი­ჟა­რა­ძე, სოფო გე­ლო­ვა­ნი, გი­ორ­გი მე­ფი­საშ­ვი­ლი და სხვე­ბი. ასე­ვე, ან­სამ­ბლე­ბი: "ქარ­თუ­ლი ხმე­ბი“, "თე­ატ­რა­ლუ­რის კვარ­ტე­ტი“, "ფორ­ტე“ და ვაჟ­თა ვო­კა­ლუ­რი ან­სამ­ბლი.პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რი გახ­ლდათ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო და თბი­ლი­სის მე­რია. ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბო­და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი თი­ნა­თინ რუ­ხა­ძეც.

კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბა 29 ნო­ემ­ბერს იყო და­გეგ­მი­ლი, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, 11 თე­ბერ­ვლის­თვის გა­და­ი­დო. სა­ღა­მომ ანშლა­გით ჩა­ი­ა­რა, სა­დაც ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის მიერ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­მნი­ლი ჰი­ტე­ბი შეს­რულ­და. რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის იყო მომ­ღე­რა­ლი სოფო გე­ლო­ვა­ნი, რო­მელ­საც 15 წლის ასაკ­ში ლი­ლი­კო ნემ­სა­ძემ "ხო­რუ­მი“ და­უ­წე­რა და ამ სიმ­ღე­რა­ზე კლი­პიც გა­და­ი­ღო.ამ­ჯე­რად ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნი­დან სოფო გე­ლო­ვან­მა სიმ­ღე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

"ამ სიმ­ღე­რის შემ­დეგ, თუ არ ვთქვი ჩემი სათ­ქმე­ლი, მა­შინ არც ჩემი სიმ­ღე­რა იქ­ნე­ბა გულ­წრფე­ლი და არც ჩემი ხმა მარ­თა­ლი. ამ წუ­თას, ამ სცე­ნი­დან მინ­და სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დო ყვე­ლა იმ პა­ტი­მარს, ვი­საც უსა­მარ­თლოდ არ­თმე­ვენ ხვა­ლინ­დელ დღეს" - გა­ნა­ცხა­და მომ­ღე­რალ­მა. გე­ლო­ვა­ნის გა­მოს­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ჩა­ნა­წე­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და და მე­დი­ა­ში დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გან­ხილ­ვად თე­მად იქცა.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო