დევიდ ბეკჰემმა რუსეთში თავისი სავაჭრო ბრენდი დაარეგისტრირა - რით ივაჭრებს ვარსკვლავის კომპანია ბაზარზე?
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დევიდ ბეკჰემმა, რუსეთში თავისი სავაჭრო ბრენდი - David Beckham დაარეგისტრირა.
როგორც მედია წერს, ყოფილი ნახევარმცველის კომპანია DB Ventures-მა სავაჭრო სახელის რეგისტრაციისთვის, რუსეთის საპატენტო ორგანიზაცია Роспатент-ს უკვე მიმართა და შესაბამისი საბუთებიც წარადგინა.
სავარაუდოდ კომპანია სპორტულ, ახალშობილებისთვის განკუთვნილ, საყოფაცხოვრებო საქონელს, მათ შორის ფარდებს, ახალშობილის საფენებს, ხელსახოცებს, ცხვირსახოცებს, კოღოს საწინააღმდეგო ბადეებს, ტომრებს, თეთრეულსა და სამზარეულოს პირსახოცებს გაყიდის.
ეს ხდება მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა შეზღუდა თანამშრომლობა ზოგიერთ რუს ბიზნესმენთან. შედეგად, ბევრმა კომპანიამ ნებაყოფლობით შეწყვიტა საქმიანობა რუსეთში პოტენციური სამართლებრივი რისკების გამო.