"გუშინ მე და ჩემმა ქალიშვილმა ვერ დავიძინეთ... ღამით კიევზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა" - რას წერს ლიზა იასკო? - კვირის პალიტრა

"გუშინ მე და ჩემმა ქალიშვილმა ვერ დავიძინეთ... ღამით კიევზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა" - რას წერს ლიზა იასკო?

აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი, და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას შე­თან­ხმდნენ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომის დას­რუ­ლე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა და­ი­წყოს. ტრამპმა სა­უ­ბარს „პრო­დუქ­ტი­უ­ლი“ უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გარ­და, გა­ნი­ხი­ლეს პა­ტიმ­რე­ბის გაც­ვლის სა­კი­თხი, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი. კრემ­ლის ცნო­ბით, პუ­ტინ­მა ტრამ­პი მოს­კოვ­ში მი­იწ­ვია, თუმ­ცა მათი პირ­ვე­ლი პი­რა­დი შეხ­ვედ­რა სა­უ­დის არა­ბეთ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

თა­ვად ზე­ლენ­სკიმ თა­ვის Telegram არხზე და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­უ­ბა­რი შედ­გა. მისი თქმით, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა მას ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან სა­უბ­რის დე­ტა­ლე­ბი უამ­ბო.

ინ­ფორ­მა­ცია დღეს გავ­რცელ­და, თუმ­ცა გუ­შინ, რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ კი­ევ­ზე სა­რა­კე­ტო იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს, და­ბომბვის შე­დე­გად ქა­ლა­ქის სამ რა­ი­ონ­ში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს. იე­რიშს მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. ქა­ლა­ქის მე­რის ვი­ტა­ლი კლი­ჩკოს გან­ცხა­დე­ბით, არის ერთი გარ­დაც­ვლი­ლი და ოთხი და­შა­ვე­ბუ­ლი. და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რი­საა 9 წლის გო­გო­ნა.

უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტა­ტი ლიზა იას­კო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ღა­მით მას და მის გო­გო­ნას არ ეძი­ნათ. ასე­ვე ეხ­მა­უ­რე­ბა ორი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის შე­საძ­ლო შეხ­ვედ­რას. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ლიზა იას­კო­სა და ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი, ჟას­მინ იას­კო ჰყავთ. ბავ­შვის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი ორი წლის წინ გახ­და, თუმ­ცა იას­კოს ამ დრომ­დე შვი­ლის სუ­რა­თი არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია...

- მო­გე­სალ­მე­ბით კი­ე­ვი­დან.

ახლა მზეა, მაგ­რამ გუ­შინ ღა­მით კი­ევ­ზე მას­შტა­ბუ­რი შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბით. მე და ჩემ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა თით­ქმის ვერ და­ვი­ძი­ნეთ, ისე­ვე რო­გორც ბევ­რმა სხვამ.

გააგრძელეთ კითხვა