"ველით, რომ 4 წელი, რომელსაც აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში დაკარგულად მივიჩნევთ, უკვე ისტორია იქნება და ურთიერთობებს გადავტვირთავთ"
პრეზიდენტ ტრამპთან მუშაობის ჩვენი წინა გამოცდილება ძალიან პოზიტიური იყო, ველით, რომ ურთიერთობებს გადავტვირთავთ. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ჩინურ სახელმწიფო ტელეარხ CGTN-თან ინტერვიუში განაცხადა.
ალიევი გასულ ოთხი წელს აზერბაიჯანსა და აშშ-ს ურთიერთობებში დაკარგულად მიიჩნევს.
“პრეზიდენტ ტრამპთან მუშაობის ჩვენი წინა გამოცდილება ძალიან პოზიტიური იყო. ველით, რომ ეს ოთხი წელი, რომელსაც აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში დაკარგულ წლებად მივიჩნევთ, უკვე ისტორია იქნება, და [ურთიერთობებს] გადავტვირთავთ,” - განაცხადა ალიევმა.
"ინტერპრესნიუსი"