ემანუელ მაკრონის სკანდალური განცხადება - "ტრამპის დაბრუნება "ელეტროშოკია... მშვიდობა, რომელიც კაპიტულაციაა ცუდი ახალი ამბავი იქნება ყველასთვის" - კვირის პალიტრა

ემანუელ მაკრონის სკანდალური განცხადება - "ტრამპის დაბრუნება "ელეტროშოკია... მშვიდობა, რომელიც კაპიტულაციაა ცუდი ახალი ამბავი იქნება ყველასთვის"

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაბრუნებას „ელექტროშოკს“ უწოდებს, რომელმაც ევროპა უნდა აიძულოს დაიცვას როგორც საკუთარი, ასევე უკრაინის მომავალი.

მაკრონმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია მოლაპარაკება მისი ქვეყნის სახელით და რომ „მშვიდობა, რომელიც კაპიტულაციაა“ ცუდი ახალი ამბავი იქნება ყველასთვის, მათ შორის აშშ-სთვის.

„ამ ეტაპზე ერთადერთი საკითხია, არის თუ არა პრეზიდენტი პუტინი ჭეშმარიტად, მდგრადად და სარწმუნოდ მზად, ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს. ამის შემდეგ, რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინელების გადასაწყვეტია“, - განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ „ყველამ სიფხიზლე უნდა გამოიჩინოს“.

"ინტერპრესნიუსი"