„მკვდარი სულები“ - ნოველა, რომლითაც ნიკოლაი გოგოლმა რუსეთის სინამდვილე გადმოსცა - კვირის პალიტრა

„მკვდარი სულები“ - ნოველა, რომლითაც ნიკოლაი გოგოლმა რუსეთის სინამდვილე გადმოსცა

უკრაინელი-რუსი მწერლის, ნიკოლაი გოგოლის უმნიშვნელოვანესი ნოველა - „მკვდარი სულები“, რომელიც მე-19 საუკუნეში დაიწერა, მონარქისტული რუსეთის ერთგვარი სარკეა. რეალურად, იდეები, რაზეც ეს იმპერიალისტური სახელმწიფო დგას, არც დღეს შეცვლილა, ამიტომ ნაწარმოები მის თანამედროვე მანკიერებებსაც ასახავს.

„მკვდარი სულები“ გოგოლის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და ანტიმონარქიული ნაწარმოებია. ის 1842 წელს გამოქვეყნდა და აღიარებაც მალევე მოუტანაა ვტორს. მწერალმა მის გაგრძელებაზეც იმუშავა, მაგრამ შემდეგ თვითნვე დაწვა იგი. საინტრესოა, რომ „მკვდარი სულების“ იდეა ნიკოლაი გოგოლს პუშკინმა შთააგონა.

svss-1739521277.jpg

რით არის გამორჩეული ეს სატირული, პიკარესკული ჟანრის ნოველა?

სატირის, ფსიქოლოგიზმისა და ფანტასმაგორიული სახეების ოსტატური შერწყმით რუსი კლასიკოსი მწერალი თავისი სამშობლოს სინამდვილეს გადმოსცემს. ნი­კო­ლაი გოგოლი, რომელ­საც ხში­რად უწო­დე­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სუ­ლი რე­ა­ლიზ­მის მა­მას, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მწე­რა­ლი იყო, რო­მელ­მაც რუ­სე­თის ცხოვ­რე­ბის სტი­ლი გა­აკ­რი­ტი­კა.

„მკვდარი სულები“ მოგვითხრობს რუსეთის იმპერიაში მცხოვრები სახელმწიფო მოხელის პაველ ივანოვიჩ ჩიჩიკოვის შესახებ, რომელიც სარგებლობს სისტემის არაეფექტიანობით და საშუალო კლასის მემამულეებისგან ყიდულობს უფლებებს მკვდარ ყმებზე, რათა დიდძალი ქონება დააგროვოს.

ნოველაში გაშიშვლებულია მონარქისტული რუსეთის ბნელი მხარე. საინტერესოა, რომ კრიტი­კო­სე­ბი და მწერ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ გო­გო­ლის გავ­ლე­ნას არა მხო­ლოდ რუ­სულ, არა­მედ მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე. მისი შე­მოქ­მე­დე­ბის ზე­გავ­ლე­ნა იგ­რძნო­ბა ფი­ო­დორ დოსტოევსკიზე, მი­ხე­ილ სალ­ტი­კოვ-შჩედ­რინ­ზე, ფრანც კაფ­კა­ზე, რი­უ­ნოს­კე აკუ­ტა­გა­ვა­ზე, მიხა­ილ ბულგა­კოვ­ზე, ვლა­დი­მირ ნა­ბო­კოვ­ზე, ფლა­ნე­რი ო’კო­ნორ­სა და სხვა დიდ მწერ­ლებ­ზე.

გოგოლის „მკვდარი სულები“ არაერთ ენაზეა ნათარგმნი. ქართული თარგმანი დავით კასრაძეს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ წიგნი მალე „პალიტრა L-ის“ ახალი სერიის ფარგლებში გამოიცემა.