"ამერიკამ შეიძლება მოსკოვის წინააღდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს..." - აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის სკანდალური განცხადება - კვირის პალიტრა

"ამერიკამ შეიძლება მოსკოვის წინააღდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს..." - აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის სკანდალური განცხადება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები და სამხედრო ქმედებები გამოიყენოს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დათანხმდება სამშვიდობო შეთანხმების დადებას უკრაინასთან, რომელიც უზრუნველყოფს კიევის გრძელვადიან დამოუკიდებლობას, - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

„არსებობს ბერკეტების სისტემის ეკონომიკური ინსტრუმენტები და, რა თქმა უნდა, არსებობს ბერკეტების სისტემის სამხედრო ინსტრუმენტები. არსებობს მრავალი ფორმულირება, კონფიგურაცია, მაგრამ ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ უკრაინას ჰქონდეს სუვერენული დამოუკიდებლობა“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა გამოცემასთან ინტერვიუში.

ამასთან, მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ აპირებს შეხვედრაზე თვალდახუჭული წასვლას.

„ის აპირებს თქვას: „ყველაფერი მაგიდაზეა, მოდით, შეთანხმებას მივაღწიოთ“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"