რუსეთმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს დაარტყა?! - რას წერს ევროკომისარი უსაფრთხოების საკითხებში - კვირის პალიტრა

რუსეთმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს დაარტყა?! - რას წერს ევროკომისარი უსაფრთხოების საკითხებში

რუსეთმა კვლავ უგუნურად შეუტია ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს. ასეთი თავდასხმები სამოქალაქო ბირთვულ ობიექტებზე მიუღებელია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი მშვიდობას არ ეძებს“, - წერს კალასი.

შეგახსენებთ, უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურზე დრონით თავდასხმა განახორციელეს. რის შედეგადაც განადგურებული მე-4 ენერგობლოკის საფარი დაზიანდა, რომელიც მსოფლიოს რადიაციისგან იცავს.

"ინტერპრესნიუსი"