ჩერნობილის მეოთხე ატომური რეაქტორი მეორედ „ააფეთქეს“ და ისევ მოსკოვის ბრძანებით?
დროთა განმავლობაში ის დაძველდა და წარმოიქმნა ახალი სარკოფაგის აგების აუცილებლობა უსაფრთხოების გარანტიების გასაძლიერემიუნხენში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინაში კამიკაძე-დრონით მორიგი თავდასხმა განახორციელდა...
ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნებოდა იმის ფონზე,როდესაც უკრაინის ქალაქებზე ყოველ ღამე ათეულობით რუსულ/ირანულ „გერან-2/შაჰიდებს“ მიაქვთ იერიში, მაგრამ ამჯერად საჰაერო დარტყმის სამიზნე...ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური გახდა და თანაც მისი კატასტროფაგანცდილი მეოთხე ბლოკს გადაფარებული სპეციალური სარკოფაგი!

კამიკაძე-დრონის სარკოფაგზე შეჯახებისას მოხდა აფეთქება, რომელმაც გაარღვია დამცავი გარსი და გამოიწვია ხანძარი, რომელიც უკრაინელმა მეხანძრეებმა მალევე ჩააქრეს.
როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს-IAEA დამკვირვებლები იუწყებიან (რუსეთთან ომის გამო ამ სააგენტოს დამკვირვებლები განთავსებული არიან უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე, მათ შორის რუსეთის მიერ დაპყრობილ ევროპაში უდიდეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზეც), რომ მართალია კამიკაძე-დრონის შეჯახებამ და აფეთქებამ გაარღვია სარკოფაგის გარსი, მაგრამ რადიოაქტიური ნაწილაკების გაბნევა ატმოსფეროში საბედნიეროდ არ მომხდარაო...

ვის და რატომ უნდა დასჭირვებოდა ჩერნობილის ატომურ სარკოფაგზე თავდასხმა,რომელიც ბოლო უსაფრთხოების ზღუდეა კატასტროფაგანცდილი მეოთხე ატომური რეაქტორიდან რადიაციის ატმოსფეროში გაჟონვის შესაკავებლად?
თავად კამიკაძე-დრონის შეჯახების მომენტი სარკოფაგზე, ისევე, როგორც მიყენებული ზარალი და თავად კამკაძე-დრონის ფრაგმენტები დაფიქსირებულია-უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ სარკოფაგის შიგნით ჩავარდნილი შიდაწვის ძრავა ეკუთვნის რუსული წარმოების კამიკაძე-დრონს „გერან-2“-ს, რომელიც თავს მხრივ ირანული „შაჰიდ-136“-ის მოდერნიზებულ კლონს წარმოადგენს.

თუკი ეს სიმართლეს შეესაბამება, მაშინ უდავოა, რომ ჩერნობილის ატომურ სარკოფაგზე მიზანმიმართული დარტყმა სწორედ რუსულმა მხარემ განახორციელა, რადგან „გერანები“ უკრაინის არმიას შეიარაღებაში არ აქვს.
ეს პირველი შემთხვევა როდია, როდესაც რუსი ოკუპანტები ერჩიან სწორედ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს-სამი წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს უკრინაში ბელორუსიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების შეჭრის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზეც გადიოდა, რომელიც რუს სამხედროებს რამდენიმე თვე დაპყრობილი ჰქონდათ და უკან დახევისას ის გაძარცვეს კიდეც...

საერთოდ დროში ძალიან საეჭვოდ დაემთხვა კიდევ ერთი ინციდენტი, რომელიც ორიოდე დღის წინ მოხდა რუსეთის მიერ დაპყრობილ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, როდესაც ასევე კამიკაძე-დრონებმა შეტევა მიიტანეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დამკვირვებლების მანქანებზე მათი როტაციის დროს-საბედნიეროდ მათი ავტომობილი შეჯავშნული იყო და შიგ მსხდომი უცხოელები გადარჩნენ.
1986 წლის 26 აპრილს მოხდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკის რეაქტორის აფეთქება. ეს არ იყო ჯაჭვური რეაქციის შედეგად მომხდარი ბირთვული აფეთქება. აფეთქების მიზეზი გახდა მოსკოვიდან დავალებული საშიში ექსპერიმენტის შედეგად ატომური რეაქტორის გაგრილების სისტემის მწყობრიდან გამოსვლა,რეაქტორის გადახურება,წყალბადის დაგროვება და მისი აფეთქება,რამაც ფიზიკურად დაანგრია თავად ატომური რეაქტორი, ასევე შენობა დამცავი გარსით და გარეთ გაიტყორცნა ძალზე მაღალრადიოაქტიური ნივთიერებები.

ჩერნობილის ატომური სარკოფაგის შიგნით ჩავარდნილი შიდაწვის ძრავა,რომელიც სავარაუდოდ რუსულ კამიკაძე-დრონს „გერან-2“-ს ეკუთვნოდა...
საჭირო გახდა კატასტროფაგანცდილი მეოთხე ენერგობლოკის მოთავსება სპეციალურ სარკოფაგში, რომ აღარ გაგრძელებულიყო რადიაციის ატმოსფეროში გავრცელება.
1986 წლის ნოემბრისთვის მოახერხეს ამ ენერგობლოკის თავზე დამცავი კონსტრუქციის აგება, თუმცა დაძველდა.
2019 წელს ძველი დამცავი კონსტრუქციის თავზე აიგო 165 მ სიგრძის,260 მ სიგანისა და 110 მ სიმაღლის ახალი სარკოფაგი, რომელიც 2,15 მლრდ ევრო დაჯდა და ეს გრანდიოზული მასშტაბისა და ძალზე ძვირადღირებული პროექტი ევროპის ქვეყნებმა დააფინანსეს.

ჩერნობილის ატომურ სარკოფაგზე კამიკაძე-დრონით მიზანმიმართული შეტევა ძალიან საშიში პრეცედენტია და იმედია მას სათანადო შეფასება მიეცემა,წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინის მხარემაც შეიძლება სცადოს შურისმაძიებელი საპასუხო დარტყმების მიყენება უკვე რუსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ ატომურ ელექტროსადგურებზე, რაც...