უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - რას წერს ზურაბ ჯაფარიძე გარდაცვლილზე
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას ზურაბ ჯაფარიძე ავრცელებს.
გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი ლევან პარკაიაა. "ჩვენი მეგობარი, უმაგრესი ადამიანი Levan Parkaia დაიღუპა უკრაინაში. დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!
დიდება გმირებს!" - წერს ჯაფარიძე.
არაოფიციალური ცნობებით, რუსეთში უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.