"ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ" - რა ხდება ბათუმში ტრაგედიის ადგილზე, სადაც უბედურ შემთხვევას 2 არასრულწლოვანი ემსხვერპლა
ე.წ. ოცნების ქალაქში, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა, ადგილობრივები არიან შეკრებილები. მათი თქმით, მომხდარის დროს შესაბამის უწყებებს დაურეკეს, თუმცა ბავშვების გადარჩენა ვერ შეძლეს.
მოსახლეობის თქმით, აღნიშნული სამშენებლო ტერიტორიაა და შემოსაზღვრული უნდა ყოფილიყო, თუმცა უსაფრთხოება დაცული არ არის.
"როდესაც კაფსულის ჩადება იგეგმებოდა, თქვეს რომ სამშენებლო ტერიტორია შემოღობილი იქნებოდა, მაგრამ ხედავთ ფაქტს. აქ ძველი სახლები იყო დაანგრიეს, რათა ახალი კორპუსები აშენებულიყო. ძველი სახლების დემონტაჟი მოხდა, ტერიტორია არ არის შემოსაზღვრული... ამ ოჯახებს რა უნდა მისცენ ამის შემდეგ, რომ ტკივილი შეუმსუბუქდეთ. რა ბინა უნდა მისცენ, ოჯახები გაუბედურდნენ" - ამბობენ შეკრებილები. გააგრძელეთ კითხვა