უმძიმესი კადრები ბათუმიდან, სადაც ტრაგედია მოხდა - "ბავშვები ვნახეთ დამხრჩვალი" - კვირის პალიტრა

უმძიმესი კადრები ბათუმიდან, სადაც ტრაგედია მოხდა - "ბავშვები ვნახეთ დამხრჩვალი"

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად 3 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ.

როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა რამაზ ჯინჭარაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ბავშვები იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, საიდანაც მოქალაქეების გასახლება მოხდა.

მისი თქმით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ.