ბევრისთვის უცნობი ქართველი მსახიობი, რომელმაც პირველმა ითამაშა ოსკაროსან ფილმში - კვირის პალიტრა

ბევრისთვის უცნობი ქართველი მსახიობი, რომელმაც პირველმა ითამაშა ოსკაროსან ფილმში

გი­უ­ლი ჭო­ხო­ნე­ლი­ძე პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბია, რო­მელ­მაც ოს­კა­რო­სან ფილმში ითა­მა­შა. მან შე­ას­რუ­ლა პეტ­რე ბაგ­რა­ტი­ო­ნის როლი სერ­გეი ბონ­დარ­ჩუ­კის სა­კულ­ტო ფილმში "ომი და მშვი­დო­ბა" (1966), რო­მელ­მაც კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის უმაღ­ლე­სი ჯილ­დო და­იმ­სა­ხუ­რა უცხო­ე­ნო­ვა­ნი ფილ­მე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში.

გი­უ­ლი ჭო­ხო­ნე­ლი­ძე არის ექ­ვსი სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მის რე­ჟი­სო­რი: "ან­თი­მოზ ივე­რი­ე­ლი", "სპი­რა­ლი", "ბაგ­რა­ტი­ო­ნი", "წი­ნა­პარ­თა მიწა", "გა­ზა­ფხუ­ლის მიწა" და "ქო­ჩო­რა".;

მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი ფილ­მებ­ში: "ან­თი­მოზ ივე­რი­ე­ლი" (ან­თი­მოზ ივე­რი­ე­ლი) (2001), "წი­ნა­პარ­თა მიწა" (ბეთ­ქი­ლი) (1979), "შეხ­ვედ­რა წარ­სულ­თან" (გო­გია) (1966),"დღე უკა­ნას­კნე­ლი, დღე პირ­ვე­ლი" (ქურ­დი) (1959) და სხვა...

ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ობს შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი კი­ნომ­ცოდ­ნე, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რი - ლელა ოჩი­ა­უ­რი

ქალ­ბა­ტო­ნო ლელა, გი­უ­ლი ჭო­ხო­ნე­ლი­ძის შთამ­ბეჭ­დავ შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე თა­ო­ბებ­მა თით­ქმის არა­ფე­რი იცის, რა­ტომ მოხ­და ასე?

- დიახ, უც­ნა­უ­რია, მის შე­სა­ხებ რომ ნაკ­ლე­ბად იცი­ან. თუმ­ცა მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც გი­უ­ლი ჭო­ხო­ნე­ლი­ძე შე­მოქ­მე­დე­ბი­თად ზე­ნი­ტში იყო, ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი არ იყო, რო­გორც მისი თა­ო­ბის არ­ტის­ტე­ბი. ეს ძა­ლი­ან დიდ გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს, რად­გან გი­უ­ლი ჭო­ხო­ნე­ლი­ძეს უნი­კა­ლუ­რი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­რეგ­ნო­ბა ჰქონ­და. იმ პე­რი­ო­დის თით­ქმის ყვე­ლა პო­პუ­ლა­რულ ფილმში თა­მა­შობ­და.

ფილ­მი "ფა­ტი­მა“ ყვე­ლამ იცო­და, ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი ფილ­მი იყო და - იბ­რა­ჰი­მი, რო­მე­ლიც გი­უ­ლი ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ შექ­მნა, ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი გმი­რი იყო. სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბით ძა­ლი­ან მა­ღალ პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

ფილ­მი იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, მახ­სოვს, ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი რომ ვი­ყა­ვით, მე და ჩემს ტოლ მა­მი­დაშ­ვი­ლებს რო­ლე­ბი და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი გვქონ­და, „ფა­ტი­მას“ ვთა­მა­შობ­დით. ტე­ლე­ვი­ზი­ით რომ ვნა­ხეთ, ამ­დე­ნად დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა ჩვენ­ზე. იმ დროს სხვა ძა­ლი­ან ბევ­რი ფილ­მი იყო პო­პუ­ლა­რუ­ლი, მაგ­რამ "ფა­ტი­მა“ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად. ისე­თი მსა­ხი­ო­ბე­ბი იყ­ვნენ შერ­ჩე­უ­ლე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ყვე­ლა მათ­გა­ნი სი­ლა­მა­ზის ეტა­ლო­ნი იყო. წაიკითხეთ ვრცლად