"როცა შევარდნაძე მოვიდა, ზვიადის მზერა შეუმჩნეველი არ ყოფილა" - 50 წლის წინანდელი უნიკალური კადრის ისტორია - კვირის პალიტრა

"როცა შევარდნაძე მოვიდა, ზვიადის მზერა შეუმჩნეველი არ ყოფილა" - 50 წლის წინანდელი უნიკალური კადრის ისტორია

ერთი უნი­კა­ლუ­რი ფო­ტოს ის­ტო­რია გვინ­და გა­ვიხ­სე­ნოთ, რო­მე­ლიც 1975 წლის 17 ივ­ლისს ჯე­მალ კას­რა­ძემ გა­და­ი­ღო. მა­შინ კას­რა­ძე გა­ზეთ "ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ქარ­თვე­ლო­ში" მუ­შა­ობ­და და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, მწე­რალ­თა კავ­ში­რის შე­ნო­ბა­ში იყო მივ­ლე­ნი­ლი, სა­დაც კლა­სი­კო­სი მწერ­ლის, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

წლე­ბის წინ ჟურ­ნალ "გზას­თან" ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ფო­ტოგ­რაფ­მა ფო­ტოს სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია გა­იხ­სე­ნა:

ჯე­მალ კას­რა­ძე:

- იმ პე­რი­ოდ­ში ჩვე­ნი გა­ზე­თის რე­დაქ­ტო­რი ვახ­ტანგ ჭე­ლი­ძე გახ­ლდათ და სწო­რედ მისი და­ვა­ლე­ბით აღ­მოვ­ჩნდი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვიდ­ზე. ცხა­დია, იმ ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტის ფირ­ზე აღ­ბეჭდ­ვა მე­ვა­ლე­ბო­და. იქ იყ­ვნენ მწერ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, კო­ლე­გე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი: ავ­ლიპ ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი, ილია ვე­კუა, გრი­გოლ აბა­ში­ძე... მო­ვი­და ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეც, რო­მე­ლიც მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ცე­კას მდი­ვა­ნი გახ­ლდათ. შეკ­რე­ბილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ერ­თად, წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით პა­ტი­ვი მი­ა­გო გარ­დაც­ვლი­ლი მწერ­ლის ხსოვ­ნას, რაც ამ ფო­ტო­ზე აღი­ბეჭ­და კი­დეც...

- ბა­ტო­ნო ჯე­მალ, ფო­ტო­ზე მარ­ჯვე­ნა კუ­თხე­ში, ჭი­რი­სუ­ფალ­თა შო­რის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი - ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში დი­სი­დენ­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და...თუ გახ­სოვთ, რო­გორ შეხ­ვდნენ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია ერ­თმა­ნეთს?

konstantinespanashvidi-1739703069.png

- რო­დე­საც ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე მო­ვი­და, ბა­ტო­ნი ზვი­ა­დის მზე­რა, შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არა­ვის­თვის ყო­ფი­ლა. შე­მიძ­ლია, ვთქვა, რომ მან სა­ო­ცა­რი მზე­რა ეს­რო­ლა ცე­კას მდი­ვანს, მას მერე, რაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს გა­უს­წორ­დნენ... რო­დე­საც ბა­ტო­ნი კონ­სტან­ტი­ნე მწე­რალ­თა კავ­ში­რის შე­ნო­ბი­დან გა­მო­ას­ვე­ნეს, პრო­ცე­სია გა­ლის ქუ­ჩამ­დე ანუ „კოლ­ხურ კოშ­კამ­დე“ ფე­ხით გა­ე­მარ­თა (კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია, მი­სი­ვე ან­დერ­ძის თა­ნახ­მად, მისი სახ­ლის ეზო­შია დაკ­რძა­ლუ­ლი). წაიკითხეთ ვრცლად