საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა და ნახევარფინალშია - კვირის პალიტრა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა და ნახევარფინალშია

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ესპანეთს შორის მატჩი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია.

შეხვედრა ანგარიშით 32-62 დასრულდა.

მატჩი მადრიდში მიმდინარეობდა.

შედეგად, „ბორჯღალოსნებმა“ A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და თასის ნახევარფინალში B ჯგუფის მეორეადგილოსანთან მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს.

"ინტერპრესნიუსი"