"რომ გავიგეთ ბავშვები დაიკარგაო, დავნაწილდით და ვეძებდით... კარის მეზობლები იყვნენ, სულ ერთად იყვნენ, განუყრელად" - რას ჰყვება ადგილობრივი მაცხოვრებელი ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე - კვირის პალიტრა

"რომ გავიგეთ ბავშვები დაიკარგაო, დავნაწილდით და ვეძებდით... კარის მეზობლები იყვნენ, სულ ერთად იყვნენ, განუყრელად" - რას ჰყვება ადგილობრივი მაცხოვრებელი ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე

"მშობ­ლე­ბი ეძებ­დნენ, ხალ­ხმა რომ გა­ვი­გეთ ბავ­შვე­ბი და­ი­კარ­გაო, ყვე­ლა დავ­ნა­წილ­დით და ვე­ძებ­დით", - ამის შე­სა­ხებ ბა­თუმ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი "რუს­თა­ვი 2"-თან ჰყვე­ბა.

"3-4 სა­ა­თი ბავ­შვე­ბი რომ აღარ მი­ვიდ­ნენ... დღი­სით მოხ­და, ბა­ბუ­ამ ამო­იყ­ვა­ნა...

მისი ბა­ბუა მო­ვი­და და შვი­ლიშ­ვი­ლებს ვერ ვპო­უ­ლო­ბო. კა­რის მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ, ორი­ვე ბი­ჭე­ბი, ძმა­კა­ცობ­დნენ, სულ ერ­თად იყ­ვნენ გა­ნუყ­რე­ლად", - ამ­ბობს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რე­ბე­ლი.

ცნო­ბის­თვის, ბა­თუმ­ში, ე.წ. ოც­ნე­ბის ქა­ლაქ­ში უბე­დურ შემ­თხვე­ვას ორი ბავ­შვი ემსხვერ­პლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვე­ბი სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო თხრილ­ში ჩა­ვარ­დნენ, რო­მე­ლიც წყლით იყო სავ­სე. სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს. წყარო