“პირველ რიგში დავკარგე შვილები, პატარას საერთოდ არ ვახსოვდი...“ - გიორგი მამალაძე ციხეში გატარებულ პერიოდსა და “ციანიდის საქმეზე“ - კვირის პალიტრა

“პირველ რიგში დავკარგე შვილები, პატარას საერთოდ არ ვახსოვდი...“ - გიორგი მამალაძე ციხეში გატარებულ პერიოდსა და “ციანიდის საქმეზე“

დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 2017 წლის 10 თე­ბერ­ვალს, თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვეს, გა­და­ცე­მა Post Factum-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში სკან­და­ლუ­რი საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს.

მისი თქმით, 7 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი შვი­ლებ­თან გან­შო­რე­ბა აღ­მოჩ­ნდა.

"პირ­ველ რიგ­ში დავ­კარ­გე ის, რაც ყვე­ლა მშობ­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - შვი­ლე­ბი. დავ­ტო­ვე პა­ტა­რე­ბი, დამ­ხვდნენ დი­დე­ბი. გა­უ­ცხო­ე­ბა იყო, იმი­ტომ რომ პა­ტა­რას სა­ერ­თოდ არ ვახ­სოვ­დი ფი­ზი­კუ­რად. მხო­ლოდ ფო­ტო­ე­ბით და რაც არ უნდა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყ­ვნენ ბავ­შვე­ბი... არც ჩემი მე­უღ­ლე, არც თორ­ნი­კე, არც ჩემი მშობ­ლე­ბი - ირ­გვლივ ვინც არის ჩემი ოჯა­ხი, არა­ფერს აკ­ლებ­დნენ... მაგ­რამ ერ­თია ეს და მე­ო­რეა, მამა.

7 წელი ისე­თი პე­რი­ო­დია, როცა მამა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ჭი­როა. ჩემი უფ­რო­სი უკვე აბი­ტუ­რი­ენ­ტია, იმ 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­ნა­ი­რად იზ­რდე­ბო­და. მე­ო­რე შვი­ლიც 16 წლის არის. მათ კი ვახ­სოვ­დი, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი თა­ვის­თა­ვად მძი­მეა. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო