დაბრუნდება თუ არა რუსეთი "დიდ რვიანში"?! - რას ამბობს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - კვირის პალიტრა

დაბრუნდება თუ არა რუსეთი "დიდ რვიანში"?! - რას ამბობს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო არ ეთანხმება რუსეთის მონაწილეობით „დიდი რვიანის“ ფორმატში დაბრუნების იდეას, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ პოლიტიკოსმა ფრანგულ ტელეარხ LTI-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„დღეს ეს წარმოუდგენელია", - განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ და დასძინა, რომ ახლა „დიდი შვიდეული" აერთიანებს "ყველაზე დიდ და განვითარებულ დემოკრატიებს", ხოლო რუსეთი „უფრო და უფრო ნაკლებად იქცევა როგორც დემოკრატია".

ამასთან, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვის მონაწილეობით „დიდი რვიანის“ ფორმატში დაბრუნების შესაძლებლობა არ არის გამორიცხული, თუ უკრაინაში „სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის“ მიღწევა მოხდება.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთის „დიდ შვიდეულში“ დაბრუნება სურს. „მინდა მათი დაბრუნება. ვფიქრობ, შეცდომა იყო მათი გაგდება. შეხედეთ, საქმე იმაში არ არის, მოგწონს თუ არა რუსეთი. ვფიქრობ, პუტინი სიამოვნებით დაბრუნდება“, - აღნიშნა ტრამპმა.

"ინტერპრესნიუსი"