ნიკოლაი გოგოლის „მკვდარი სულები“ ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად - 10 ლარად იქნება ხელმისაწვდომი - კვირის პალიტრა

ნიკოლაი გოგოლის „მკვდარი სულები“ ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად - 10 ლარად იქნება ხელმისაწვდომი

17 თებერვლიდან წიგნის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, კლასიკოსი მწერლის ნიკოლაი გოგოლის ნოველა „მკვდარი სულები“ სპეციალურ ფასად, 10 ლარად შეიძინონ. აქცია ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება.

წიგნის ახალი გამოცემა გამოვიდა „პალიტრა L-ის“ სერიის ფარგლებში „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. „მკვდარი სულები“ სერიის მე-14 ტომია.

ნოველა მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში და­ი­წე­რა და მო­ნარ­ქის­ტუ­ლი რუ­სე­თის ერ­თგვა­რი სარ­კეა. რეალურად, იდე­ე­ბი, რა­ზეც ეს იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი სა­ხელ­მწი­ფო დგას, არც დღეს შეც­ვლი­ლა, ამი­ტომ ნა­წარ­მო­ე­ბი მის თა­ნა­მედ­რო­ვე მანკიერებებსაც ასახავს.

გო­გო­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი და ან­ტი­მო­ნარ­ქი­უ­ლი ნაწარმო­ე­ბი 1842 წელს გამოქ­ვეყ­ნდა და აღი­ა­რე­ბაც მა­ლე­ვე მო­უ­ტა­ნა ავტორს. მწე­რალ­მა მის გაგ­რძე­ლე­ბა­ზეც იმუ­შა­ვა, მაგ­რამ შემ­დეგ თვითნ­ვე დაწ­ვა იგი. სა­ინ­ტრე­სოა, რომ „მკვდა­რი სუ­ლე­ბის“ იდეა ნი­კო­ლაი გოგოლს პუშ­კინ­მა შთა­ა­გო­ნა.

წიგნი სპეციალურ ფასად არის არის ხელმისაწვდომი „პალიტრა L-ის“ ვებგვერდსა და აპლიკაციაში და „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.

R