"საოცრებაა, სიმსივნე სრულიად გამიქრო" - რას ჰყვება სტივ ჯობსის ექსპერიმენტული პროგრამისთვის შერჩეული ქართველი ონკოპაციენტი - კვირის პალიტრა

"საოცრებაა, სიმსივნე სრულიად გამიქრო" - რას ჰყვება სტივ ჯობსის ექსპერიმენტული პროგრამისთვის შერჩეული ქართველი ონკოპაციენტი

კი­ბოს და­მარ­ცხე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი პროგ­რა­მა - ვინ არის ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი ონ­კო­პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც სტივ ჯობ­სის პროგ­რა­მის­თვის შე­არ­ჩი­ეს და შეც­ვლის თუ არა მკურ­ნა­ლო­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დი ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბის ბედს?

ონ­კო­პა­ცი­ენ­ტი ნა­ტა­ლია პა­ჭ­კო­რია ინო­ვა­ცი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გებ­სა და სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე კუ­რი­ე­რი P.S - თან სა­უბ­რობს.“სულ ვამ­ბობ­დი, რომ გა­ვი­გო სიმ­სივ­ნე მაქვს, ალ­ბათ მე­ო­რე დღეს­ვე მოვ­კვდე­ბი მეთ­ქი,“ - ამ­ბობს ნა­ტა­ლია, რო­მელ­მაც დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ 4 წლის წინ შე­ი­ტყო.

“აღ­მოჩ­ნდა, რომ მქონ­და მე­ო­თხე სტა­დი­ის სიმ­სივ­ნე, 26 მე­ტას­ტა­ზით. მი­თხრეს, მე­სა­მე სტა­დი­ა­აო, ეგო­ნათ, რომ სი­ცო­ცხლის­თვის არ ვიბ­რძო­ლებ­დი.

მან 75 ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სი ჩა­ი­ტა­რა. თუმ­ცა, კლა­სი­კურ­მა მე­დი­ცი­ნამ თა­ვი­სი რე­სურ­სი ამო­წუ­რა და ექი­მებ­მაც მხო­ლოდ 2 თვის სი­ცო­ცხლე უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლეს.

ამ­ბობს, რომ და­სა­კარ­გი უკვე აღა­რა­ფე­რი ჰქონ­და და სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლი სტივ ჯობ­სის კი­ბოს სამ­კურ­ნა­ლო ექ­სპე­რი­მენტს და­უთ­მო. პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი ნა­ტა­ლია პა­ჭ­კო­რი­აა. თუმ­ცა, მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დის მკაც­რად არის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი.

“ეს არის ბოლო სტა­დია იმის­თვის, რომ რა­ღა­ცა წა­მა­ლი გა­მო­ვი­დეს და ბევრ ადა­მი­ანს ეშ­ვე­ლოს. მეც მი­ვე­ცი ჩემი სხე­უ­ლი რომ გა­მო­ცა­დონ... 4 წე­ლია ცო­ცხა­ლი ვარ და ეს ცოტა არ არის. ყვე­ლა ამ­ბობს, რომ ასე­თი კარ­გი შე­დე­გი ჩვენ არ გვქო­ნია.

მა­გან გა­ა­კე­თა ის სა­ოც­რე­ბა, რაც გა­ა­კე­თა - სიმ­სივ­ნე ახ­ლად აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი იყო ჭი­პის არე­ში და ელენ­თა­ზე, სრუ­ლი­ად გა­აქ­რო, - ამ­ბობს ნა­ტა­ლია პა­ჭ­კო­რია.

ambebi.ge

იხილეთ სიუჟეტი: