ვინ იქნება შუამავალი ტრამპსა და პუტინს შორის - CNN მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს - კვირის პალიტრა

ვინ იქნება შუამავალი ტრამპსა და პუტინს შორის - CNN მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

საუდის არაბეთი შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების უბრალოდ მასპინძლობაზე მეტს გააკეთებს და მხარეებს შორის შუამავლის როლს შეასრულებს, - ამის შესახებ CNN-ს საუდის არაბეთის ხელისუფლების ოფიციალურმა პირმა განუცხადა.

ამასთან, CNN-ს რამდენიმე წყარომ დაუდასტურა, რომ შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მოლაპარაკებები სამშაბათს დაიწყება.

მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად საუდის არაბეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი მიემგზავრებიან.

"ინტერპრესნიუსი"