(VIDEO) აეროპორტში კვერცხები ესროლეს გიორგი გახარიას და ელგუჯა ხოკრიშვილს - კვირის პალიტრა

(VIDEO) აეროპორტში კვერცხები ესროლეს გიორგი გახარიას და ელგუჯა ხოკრიშვილს

პარ­ტია "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ ლი­დერ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას, რო­მე­ლიც მი­უნ­ხე­ნის კონ­ფე­რენ­ცი­ი­დან თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და, აე­რო­პორ­ტში წი­ნას­წარ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი „ზონ­დერჯგუ­ფი“ და­ახ­ვედ­რეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პარ­ტი­ა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მხრი­დან ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის მი­მართ ად­გი­ლი ჰქონ­და შე­უ­რა­ცხმყო­ფელ შე­ძა­ხი­ლებს."დღეს გამ­თე­ნი­ი­სას, მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რეს, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­სა და ჩვენს თა­ნა­გუნ­დელს, გერ­მა­ნი­ა­ში ყო­ფილ ელჩს, ელ­გუ­ჯა ხოკ­რიშ­ვილს თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ივა­ნიშ­ვილ­მა და­ახ­ვედ­რა წი­ნას­წარ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პარ­ტი­უ­ლი ზონ­დერჯგუ­ფი, რომ­ლებ­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმოქ­მე­დო­ბით ხელი შე­უ­წყო ად­გილ­ზე მყოფ­მა, ასე­ვე წი­ნას­წარ გაფრ­თხი­ლე­ბულ­მა პო­ლი­ცი­ამ.

ის­ტე­რი­ა­ში მყო­ფი მო­ძა­ლა­დე ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკონ­ტრო­ლო ხდე­ბა. გა­სა­გე­ბია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი შე­ში­ნე­ბუ­ლია მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ის შე­დე­გე­ბით და ეს ის­ტე­რი­აც ამი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი.

ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა გა­ა­კე­თებს ყვე­ლა­ფერს, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა და­კარ­გოს მის­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი - ფული და ძა­ლა­უფ­ლე­ბა, რომ ვე­ღა­რა­სო­დეს შეძ­ლოს ქარ­თველ ხალ­ხზე ძა­ლა­დო­ბა" - აცხა­დე­ბენ პარ­ტი­ა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რია მი­უნ­ხენ­ში, უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სა­ქარ­თვე­ლო­დან კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, ასე­ვე, მე-5 პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი იყო მიწ­ვე­უ­ლი.

ვიდეო: