"აფრენიდან 30 წუთში, ბავშვი დაიბადა" - რას წერს გამოცემა Bild თვითმფრინავში დაბადებულ პატარაზე?
Brussels Airlines-ის რეისზე SN202, რომელიც სენეგალიდან ბელგიაში, ბრიუსელში მიფრინავდა, ბავშვი დაიბადა. როგორც გამოცემა Bild წერს, თვითმფრინავის აფრენიდან 30 წუთში ბორტზე მყოფ ორსულს მუცლის ძლიერი ტკივილი დაეწყო და ეკიპაჟს დახმარება სთხოვა.
ერთ-ერთმა ბორტგამცილებელი მალევე მიხვდა, რომ ეს არ იყო უბრალოდ მუცლის ტკივილი და რომ ქალს, რომელიც ამბობდა, რომ 32 კვირის ორსული იყო, მშობიარობა ეწყებოდა.
ქალს მშობიარობაში ბორტგამცილებლები და ერთ-ერთი მგზავრი დაეხმარა, რომელსაც სამედიცინო განათლება ჰქონდა. გოგონა 11 000 კილომეტრის სიმაღლეზე დაიბადა. წაიკითხეთ ვრცლად