"მანქანა დაწვეს და გაიქცნენ" - არსებული ინფორმაციით, გარდაბანში ბიზნესმენს ავტომობილი აუფეთქეს - სავარაუდოდ, იყო თანხის გამოძალვის მცდელობაც - კვირის პალიტრა

"მანქანა დაწვეს და გაიქცნენ" - არსებული ინფორმაციით, გარდაბანში ბიზნესმენს ავტომობილი აუფეთქეს - სავარაუდოდ, იყო თანხის გამოძალვის მცდელობაც

არსებული ინფორმაციით, გარდაბანში ბიზნესმენს ავტომობილი აუფეთქეს. სავარაუდოდ, იყო თანხის გამოძალვის მცდელობაც.

ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თანხის გამოძალვას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.