(VIDEO) სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს
მიუნხენიდან დაბრუნების შემდეგ სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს. მოგვიანებით ვიდეო სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.
ამ ფაქტზე კომენტარი გააკეთეს პოლიტიკოსებმაც.
გიორგი გახარია სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებს.
„წარმოიდგინეთ, შეშინებული ივანიშვილი ბიძინას სახე, როდესაც ქალზე კვერცხებით თავდასხმის ბრძანებას გასცემდა და გაიხსენეთ ყოველთვის, როცა ივანიშვილი ბიძინა ღირსებაზე, სამშობლოს სიყვარულზე და ქართულ ტრადიციებზე დაგვიწყებს საუბარს.
ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს”,- წერს გახარია სოციალურ ქსელში.
"რა უკვირს ახლა ზურაბიშვილს, ვერ გავიგე - არ ვეუბნებოდით, რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა იმიტომ, რომ საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა?! აბა, რა ჰგონია ახლა?!" - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს.
მისი თქმით, „ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, მაგრამ ქართული საზოგადოების რეაქცია რაც იქნება ეს იქნება“.
ვიდეო: Lisa gegechkori
მაჭარაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი „ქართულმა ოცნებამ“ წუმპედან ამოიყვანა და რომ არა მათი მხარდაჭერას, მას სოფლის გამგებლად არავინ აირჩევდა.