"მოსამართლე გულწრფელად მეცოდება, რადგან ადამიანები, რომლებსაც უწევთ თეთრზე თქვან, რომ შავია, ადამიანურად კვდებიან, ამის ყურება ძალიან რთულია" - მსახიობ ბაჩო ქაჯაიას 5 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
მოსამართლე მართლა გულწრფელად მეცოდება, რადგან ადამიანები, რომლებსაც უწევთ თეთრზე თქვან შავიაო, ადამიანურად კვდებიან , - ამის შესახებ მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ "ინტერპრესნიუსთან" სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მას 5 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ქაჯაიას თქმით, ის ისურვებდა, მოსამართლე იმ ტვირთისგან გათავისუფლებულიყო, რომელიც უამრავი ადამიანის მიმართ იძულებით ააღებინეს.
"ჩვენ გვქონდა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ გადაკეტილ გზაზე მივედით.
მოსამართლის შეფასებას რაც შეეხება, მართლა გულწრფელად მეცოდება, რადგან ადამიანები, რომლებსაც უწევთ თეთრზე თქვან შავიაო, ადამიანურად კვდებიან. ამ სიკვდილის ყურება ძალიან რთულია. მე მართლა ვუსურვებ, რომ ეს ტვირთი, რომელიც არა მხოლოდ ჩემი და ანას [ტყებუჩავა] შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანის შემთხვევაში აქვს აღებული, მოხსნოდეს, ადამიანურად ვუსამძიმრებ მას", - განაცხადა ბაჩო ქაჯაიამ.