"მადლობა ვთქვათ, რომ მაკაროვის იარაღის ნაცვლად ხელში კვერცხები უჭირავთ" - რას წერს დავით გორგილაძე - კვირის პალიტრა

"მადლობა ვთქვათ, რომ მაკაროვის იარაღის ნაცვლად ხელში კვერცხები უჭირავთ" - რას წერს დავით გორგილაძე

მწერალი დავით გორგილაძე სოციალურ ქსელში წერს:

"დიქტატორებს სიმბოლიზმი იტაცებთ. მათი სისუსტეა. იცით, როდის მოკლეს ანნა პოლიტკოვსკაია? ჰო, კი, პუტინის დაბადების დღეზე. ასე მიულოცეს პატრონს 54 წლის იუბილე. ასეა, ზოგის საამებლად ტყვიებს ესვრიან მოწინააღმდეგეებს, ზოგის გასახარებლად კი - კვერცხებს. არჩევანი, მგონი, ისევ ჩვენზეა: მადლობა ვთქვათ, რომ მაკაროვის იარაღის ნაცვლად ხელში კვერცხები უჭირავთ, თუ ღირსეული ქვეყანა გვქონდეს, სადაც ადამიანებს სხვანაირი საჩუქრები ახარებთ."