ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ბათუმში მოხდა. არსებული ინფორმაციით, 35 წლის ქალი ქვეითთა გადასასვლელით სარგებლობდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა.
გარდაცვლილია ეკა რატიანი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.