ოქროს ფასის ისტორიული მაქსიმუმი - რა ხდება ამ წუთებში თბილისის ოქროს ბირჟაზე
ოქროს ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა.
საერთაშორისო ბირჟებზე ოქროს ფასის მკვეთრი ზრდის პარალელურად, ფასები იზრდება საქართველოშიც. ერთი გრამი 999 სინჯი ოქროს ფასი 94 დოლარამდე გაიზარდა.
„ოქროს კიდობანში“ ნაკეთობების შეძენის მსურველთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო. დარგის ექსპერტების ვარაუდით, ფასის რეკორდული ზრდა სავაჭრო დაძაბულობამ და გაურკვეველმა ეკონომიკურმა ფონმა განაპირობა.
რაც პირველ რიგში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ალუმინსა და ფოლადზე იმპორტის 25%-იანი გადასახადების დაწესებითაა გამოწვეული. ამასთანავე, ტრამპმა დააანონსა დამატებითი ტარიფების დაწესება, რაც ბირჟებზე გაურკვეველ გარემოს ქმნის.
მიუხედავად იმის, რომ ოქრო ძვირდება, მის შეძენას კიდევ ერთი ფაქტორი ართულებს. ბირჟაზე ნყიდი ოქრო,შესაძლოა ყალბი აღმოჩნდეს, რასაც არაერთი შემთხვევა ადასტურებს.