როდესაც თავისუფლება გტკივა... - კვირის პალიტრა

როდესაც თავისუფლება გტკივა...

10 დღეა რაც თაბაშირი მომხსნეს... 7 კვირა მარცხენა ხელი გაქვავებული იყო და ზოგჯერ მეგონა მივეჩვიე კიდევაც ასეთ ყოფას... მაგრამ დღეებს ვითვლიდი, როდის მომჭრიდნენ ამ უკვე შავად ქცეულ თეთრ მასას  და დაიწყებოდა ნორმალური არსებობა...

არა, დაიწყებოდა თავისუფლება... შევძლებდი ყველაფერს რაც უკვე ოცნებად მექცა და თუ გინდ რაც შემეძლო...

10 დღეა უკვე თაბაშირის გარეშე ვარ და თავისუფლება კი არ მოვიდა...

რატომღაც სწორედ ახლა, ძალიან ხშირად მახსენდება 90 წლები და ის მღელვარება რასაც საქართველოს განთავისუფლებისთვის ვაკეთებდით თავდაუზოგავად...

ის მოლოდინი, რომ ამდენი ხნის ნაოცნებარ  დამოუკიდებლობას  მივარღწევდით და მორჩა!  დაიწყებოდა თავისუფალი ქვეყნის ბედნიერი არსებობა... ვიჯექით კიბეებზე, იყო შიმშილობის აქციები, გაუთავებელი საინფორმაციო მიტინგები, კარვები და თავისუფლების მოლოდინი...

მერე თაბაშირიც მოგვხსნეს და.... იყო ძალიან დიდი სიხარული.... იყო და... პრობლემებიც  მაშინ  დაწყო....

მეც გამინთავისუფლეს ეს ხელი და რა?...  ვერ ვშლი... ვერ ვხრი.... უბრალოდ თმასაც ვერ ვივარცხნი.... ხშირად მგონია რაღაცას ვაკეთებ და უარესი გამომდის…ვერც ვეყრდნობი და ვერც, ვერც...თაბაშირი აღარ მაქვს და მოძრაობის თავისუფლება, თურმე ჯერ ძალინ შორსაა... ”დრო უნდა ამას”  და კიდევ ” მადლობა თქვი, რომ ასე გადარჩიო”  მეუბნებიან ექიმები   და ახლობლები... მადლიერი ვარ, მაგრამ არ არის ეს დამშვიდება... ვბრაზობ... ამ გაუთავებელი მღრღნელი ტკივილებით ვარსებობ...  ვეჩვევი?... ო არა!  ამის მიჩვევა არ შეიძლება... ვებრძვი!....

და თურმე სწორედ ეს თავისუფლება ყოფილა ყველაზე რთული, ყველაზე მტკივნეული, მერე საბრძოლოც  და მოსაპოვებელი... ამდენ სირთულეს არ ველოდი და ალბათ  ამიტომაც სულ ის წლები მახსენდება - ჩვენი თავისუფლების სიხარული...

ამდენ ტკივილს არ ველოდით...