"ახალ თაობას აქვს ახალი ლიდერის მოთხოვნა. პროტესტმა უნდა შვას ახალი ლიდერი, რადგან ახალი პროტესტი ძველი ლიდერით არ გამოვა" - კვირის პალიტრა

"ახალ თაობას აქვს ახალი ლიდერის მოთხოვნა. პროტესტმა უნდა შვას ახალი ლიდერი, რადგან ახალი პროტესტი ძველი ლიდერით არ გამოვა"

ამ პროტესტმა უნდა შვას ახალი ლიდერი, რადგან ახალი პროტესტი ძველი ლიდერით არ გამოვა - ამის შესახებ ჟურნალისტმა, მაია ასათიანმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება ახალი პროტესტი ძველ პოლიტიკოსებს მიანდო, რადგან ახალ თაობას ახალი ლიდერის მოთხოვნა აქვს.

არ შეიძლება ახალი პროტესტი ძველ პოლიტიკოსებს მიანდო, ახალ თაობას აქვს ახალი ლიდერის მოთხოვნა. მათ საერთოდ სხვა დაკვეთა აქვს, სხვანაირ ლიდერზე, მაგალითად მზია ამაღლობელისნაირზე. ჩვენ ვუყურებთ ინდივიდუალურ თავგანწირვებს და ამის პარალელურად, ვემუდარებით პოლიტიკოსებს, მოვიდნენ და თავში ჩაგვიდგნენ, ასე არ გამოვა, მათ გაერთიანება არც უნდათ.

ამ პროტესტმა უნდა შვას ახალი ლიდერი, რადგან ახალი პროტესტი ძველი ლიდერით არ გამოვა და რომ არ გამოდის ეს არის ფაქტი“, - განაცხადა მაია ასათიანმა.

ჟურნალისტი მაია ასათიანი ბიძინა ივანიშვილს “მონანიების“ გმირს, ვარლამ არავიძეს ადარებს და ამბობს, რომ ისიც იგივენაირად დაასრულებს, როგორც არავიძემ.

თენგიზ აბულაძის “მონანიებაში“ მგონია მთელი ქვეყანა, თითქოს, დრო გადაახვიეს და 1937 წელია. ბიძინა ივანიშვილი ამ რეალობაში აცხოვრებს ქვეყანას, ოღონდ ავიწყდება, რომ თვითონაც “მონანიების“ გმირია და ზუსტად ისე დაასრულებს, როგორც ვარლამ არავიძემ დაასრულა.

საქართველოში არასდროს გამოვა ის, რაც რუსეთში მოხდა, რადგან ეს არის ვიწრო სოციალური კავშირების ქვეყანა, სადაც ყოველი მეორე ერთმანეთის ახლობელია და ქვეყანაში არ დარჩა ადამიანი, ვისი ახლობელიც არ ზის ციხეში. მათ მართლა ჰგონიათ, რომ ყველას დაიჭერენ, მაგრამ ეს 37 წელი არ არის, ეს 21-ე საუკუნეა.

ამ თაობას უკან, რუსეთის ბორკილებში ეს კაცი ვეღარ შეათრევს. ეს თაობა ამ ქვეყანას ივანიშვილს და რუსეთს არ დაანებებს. ამ ფულზე გაგიჟებულმა კაცმა, რომელსაც ჰგონია, რომ ცას გამოეკიდება, რადგან ვიღაც შამანმა ჩასჩურჩულა, რომ ხეს თუ ჩაეხუტება დიდხანს იცოცხლებს, გადაწყვიტა, რომ ქვეყანას კურსი შეუცვალოს, ასე არ მოხდება, რადგან ჩვენ ბევრნი ვართ.

ივანიშვილმა ბევრი ფული დახარჯა, რომ საზოგადოების პატივსაცემი ნაწილის გული მოეგო, შემდეგ კი მიუბრუნდა და მოსთხოვა მხარდაჭერა. ახლა კი ზუსტად იცის, ვინ უჭერს მხარს და ვინ არა და ეს ძალიან არ მოსწონს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ იგივე კინოს და თეატრის წარმომადგენლები გარეთ არიან გამოსულნი და ანდრო ჭიჭინაძეს გულშემატკივრობენ, ვერც კი წარმოიდგენდა ამას, რადგან ეგონა, რომ თეატრს დააფინანსებდა და ჯიბეში ჩაისვამდა“, - ამბობს ასათიანი.

წყარო