"ამ წონაში კომფორტულად ვერ ვგრძნობდი თავს" - რას ჰყვება გოგონა, რომელმაც ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ, 55 კილოგრამი დაიკლო - კვირის პალიტრა

"ამ წონაში კომფორტულად ვერ ვგრძნობდი თავს" - რას ჰყვება გოგონა, რომელმაც ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ, 55 კილოგრამი დაიკლო

გვანცა გიგაშვილი, რომლის ვიდეოებიც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ბარიატრიულ ოპარაციასა და თავის გამოცდილებაზე საუბრობს. მან ოპერაციის შემდეგ 55 კგ დაიკლო.

"ბავშვობიდან მქონდა წონის პრობლემები, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ვებრძოდი დიეტებით, სპორტით - ყველა გზა ვცადე, თუმცა ყოველთვის შუა გზაში ვნებდებოდი. არ მომწონდა როგროც გამოვიყურებოდი, არ მინდა საზოგადოებამ ისე აღიქვას თითქოს "ბოდი შეიმინგს" ვაკეთებ, თუმცა ეს ჩვემთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა და ამ წონაში კომფორტულად ვერ ვგრძნობდი თავს. გადავწყვიტე, რომ გამეკეთებია კუჭის ოპერაცია, ბევრი არ მიფიქრია. ერთ დღესაც ტანსაცმლის მაღაზიაში კაბას ვიზომავდი, ჩემს თავს რომ შევხედე, კითხვა იყო, ამას რატომ უკეთებ შენს თავს?". იხილეთ ვრცელი ვიდეო