"თბილისში 20 წლის ბიჭი მოკლეს. ის თანატოლებმა ერთ-ერთის მეგობრის სახლში მოკლეს" - რა დეტალები ხდება უმძიმეს დანაშაულზე ცნობილი?
თბილისში 20 წლის ბიჭი მოკლეს. ჩვენი ინფორმაციით, ოჯახი ახალგაზრდას ორი დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა.
როგორც ირკვევა, ის თანატოლებმა ერთ-ერთის მეგობრის სახლში მოკლეს, რის შემდეგ ცხედარი დატოვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მკვლელობის მიზეზი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. საქმეში 4 პირი ფიგურირებს. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. პოლიცია დამნაშავეებს ამ დრომდე ეძებს. მათი ვინაობა ძალოვნებისთვის უკვე ცნობილია.
"ჩემი მეგობრის, უსაყვარლესი გოგოს შვილი მოკლეს, მკვლელებმა ცოცხალ-მკვდარი ბიჭი მკვლელის სახლში ჩაკეტეს და მკვლელის დედამ იპოვა ცხედარი 2 დღის შემდეგ. ოჯახი 2 დღე ეძებდა თაზოს. სამხარაულიდან დღეს ჩემს თვალწინ 3 ახალგაზრდა 18, 20 წლის ბიჭების გვამები გამოასვენეს, სად ვცხოვრობთ ხალხო, რა ქვეყანაა ეს, ასე პირსისხლიანი მკვლელები სახელმწიფოს გარეთ რატომ გვყავს? რანაირად ვანუგეშო თაზოს დედა, ან რა სიტყვები ვუთხრა არ ვიცი... ერთს გპირდები, მკვლელები სათანადოდ დაისჯება და უმკაცრესად", - წერს ადვოკატი ელისო რუხაძე სოციალურ ქსელში. წაიკითხეთ ვრცლად