"კახა კალაძეს მინისტრის ინიციატივით შევხვდი... არასოდეს ვყოფილვარ არცერთი პარტიის წევრი და არ ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას" - რას წერს მერაბ დვალიშვილი
UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი საქართველოში იმყოფებოდა. უამრავი შეხვედრიდან ერთ-ერთი იყო თბილისის მერთან კახი კალაძესთან, რაზეც დვალიშვილს განმარტების გაკეთებაც მოუწია.
როგორც ქართველი მებრძოლი ამბობს, კალაძეს სპორტის მინისტრის ინიციატივით შეხვდა და საქართველოში MMA-ის განვითარების გეგმებზე ესაუბრა.
"მე ვარ ერთი რიგითი ქართველი რომელსაც უყვარს ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი. არასოდეს ვყოფილვარ არცერთი პარტიის წევრი ან რომელიმე მხარეს. არც არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას ან რომელიმე მხარეს დავდგე. მე ვარ ჩვენს სამშობლოზე შეყვარებული სრულიად თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი რომელიც ყოველთვის ვაფიქსირებდი და დავაფიქსირებ ჩემს პირად აზრს.
თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში მსურს გავაკეთო ისეთი მმა-ს დარბაზები, სადაც კარგ პირობებში ივარჯიშონ ჩვენმა მმა-ის პროფესიონალმა თუ დამწყებმა მებრძოლებმა. მინდა შევიტანო ჩემი წვლილი საქართველოში მმა-ს განვითარებაში და გაუზიარო ჩემი გამოცდილება ქართველ სპორტსმენებს რათა საქართველოშიც იყოს მაქსიმალურად შესაძლებელი მაღალ დონეზე ვარჯიში. გააგრძელეთ კითხვა