ირაკლი კობახიძე შვილთან ერთად, ვიქტორ სანიკიძე მეუღლით... - რა ხდებოდა სამთავრობო ლოჟაში საქართველო-დანიის თამაშზე - კვირის პალიტრა

ირაკლი კობახიძე შვილთან ერთად, ვიქტორ სანიკიძე მეუღლით... - რა ხდებოდა სამთავრობო ლოჟაში საქართველო-დანიის თამაშზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­თან და მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რებ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო­სა და და­ნი­ის კა­ლათ­ბურ­თელ­თა ნაკ­რე­ბე­ბის მატჩს და­ეს­წრო, რო­მე­ლიც თბი­ლი­სი არე­ნა­ზე გა­ი­მარ­თა.

ევ­რო­ბას­კე­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის გა­დამ­წყვე­ტი მატ­ჩი სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თელ­თა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით, ან­გა­რი­შით 62:60 დას­რულ­და.

480468009-1027348202759526-491213787294625553-n-32813-1740213072.jpg

მატ­ჩის შემ­დეგ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თელ­თა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რებს, მწვრთნე­ლებს და კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა და წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თელ­თა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი ზე­დი­ზედ მე­ექ­ვსედ, ევ­რო­ბას­კეტ­ზე იას­პა­რე­ზებს.

480966204-1027348729426140-8425335127261189129-n-32817-1740213073.jpg

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად კა­ლათ­ბურთში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის საგ­ზუ­რის მო­პო­ვე­ბის­თვის, მსოფ­ლი­ოს 16 სა­უ­კე­თე­სო ნაკ­რებს შო­რის მოხ­ვედ­რი­სა და კა­ლათ­ბურთში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მე­ექ­ვსედ ას­პა­რე­ზო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ სა­ქარ­თვე­ლოს ვაჟ კა­ლათ­ბურ­თელ­თა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბი, სამ­წვრთნე­ლო შტა­ბი და კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა პრე­ზი­დენტს ღირ­სე­ბის ორ­დენ­ზე წა­რუდ­გი­ნეს. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები