უამინდობის და დიდი თოვლის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება - რა ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს რკინიგზა? - კვირის პალიტრა

უამინდობის და დიდი თოვლის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება - რა ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს რკინიგზა?

გურიაში არსებული უამინდობის და დიდი თოვლის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.

კერძოდ გაუქმდა შემდეგი რეისები:

24 თებერვალი - ოზურგეთი-თბილისი;

24 თებერვალი - ბათუმი-ოზურგეთი ;

24 თებერვალი - რიონი-ქუთაისი-რიონი;

„შეგახსენებთ, ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს.

შესაბამისად, 24 თებერვალს ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელიც.

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ“, - აცხადებენ "საქართველოს რკინიგზაში".

საქართველოს რკინიგზა დამატებით გაცნობებთ, რომ გურიაში არსებული უამინდობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:

23 თებერვალი - ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისის საღამოს რეისი;

25 თებერვალი - თბილისი-ოზურგეთი;

25 თებერვალი - რიონი-ქუთაისი-რიონი;

25 თებერვალი -ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;

25 თებერვალი -ბათუმი -ოზურგეთი-ბათუმი;

26 თებერვალი - ოზურგეთი-თბილისი;

26 თებერვალი - რიონი- ქუთაისი-რიონი;

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.