"უკვე ვერ დავ­დი­ო­დი, თვა­ლებ­ში ვერ ვი­ხე­დე­ბო­დი" - ქალს, რომელიც 4 წელი სიმსივნეზე მკურნალობდა, ტვინიდან ცოცხალი ჭია ამოუყვანეს: რას ჰყვებიან ექიმი და პაციენტი - კვირის პალიტრა

"უკვე ვერ დავ­დი­ო­დი, თვა­ლებ­ში ვერ ვი­ხე­დე­ბო­დი" - ქალს, რომელიც 4 წელი სიმსივნეზე მკურნალობდა, ტვინიდან ცოცხალი ჭია ამოუყვანეს: რას ჰყვებიან ექიმი და პაციენტი

უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვა - სა­ქარ­თვე­ლო­ში, პა­ცი­ენტს ტვი­ნი­დან 15 სმ-იანი ცო­ცხა­ლი ჭია ამო­უ­ღეს.

ტვინ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი უცხო სხე­უ­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად სიმ­სივ­ნე ეგო­ნათ, რე­ა­ლუ­რად კი ღო­რის სო­ლი­ტე­რი აღ­მოჩ­ნდა. პა­რა­ზი­ტი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის სხე­ულ­ში ღო­რის ხორ­ცი­დან შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს. მისი კვერ­ცხე­ბი შე­საძ­ლოა სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა­ში აღ­მოჩ­ნდეს და ტვი­ნამ­დეც მი­აღ­წი­ოს.

ეს არის პირ­ვე­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა ცო­ცხა­ლი, ბრტყე­ლი ჭიის არ­სე­ბო­ბი­სა თა­ვის ტვინ­ში. კუ­რი­ე­რი P.S-ი 34 წლის ქი­რურგს და პა­ცი­ენტს ესა­უბ­რა.

screenshot-2025-02-24-000010-1740341013.png

ქალს, რო­მელ­საც მხედ­ვე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა, ძლი­ე­რი თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბი და გულყრა აწუ­ხებ­და, მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს და 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­დნენ. თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მას სულ სხვა რამ აწუ­ხებ­და. პა­ცი­ენ­ტმა, ია ნარ­სი­ამ ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვა­ზე სხვა ქვე­ყა­ნა­ში, უარი არა­ერ­თხელ თქვა. ბო­ლოს ოპე­რა­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფ­მა ახალ­გაზ­რდა ქი­რურ­გმა და­ი­თან­ხმა.

“უკვე ვერ დავ­დი­ო­დი, თვა­ლებ­ში ვერ ვი­ხე­დე­ბო­დი, ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან ცუ­დად... ნუ გე­ში­ნია, ძა­ლი­ან კარ­გად გა­გი­კე­თე­ბო, მი­სას­ვლე­ლად ძა­ლი­ან კარგ ად­გი­ლას არი­სო. ეს სი­ტყვე­ბი არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. ვი­ფიქ­რე, ნუთუ ეს ბავ­შვი გამ­წი­რავს მეთ­ქი.

კი­დევ ვერ ვი­ჯე­რებ, დღე­საც ვერ ვი­ჯე­რებ... ჩემ­მა ბიჭ­მა მი­თხრა: დედა ჭია ამო­გიყ­ვა­ნე­სო. რა ჭია, რა­ზეა სა­უ­ბა­რი მეთ­ქი,“ - ამ­ბობს ია ნარ­სია. გააგრძელეთ კითხვა