"კვირის პალიტრა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს "ბიბლუსი ჯგუფის" გენერალური დირექტორის ირაკლი გაგნიძის გარდაცვალების გამო
42 წლის ასაკში, „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.
„კვირის პალიტრა“ ირაკლი გაგნიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, „ბიბლუსისა“ და „პალიტრა ჰოლდინგის“ მთელ გუნდს.
ირაკლი გაგნიძე „ბიბლუსი ჯგუფს“ არაერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი წვლილი საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში შეუფასებელია.
ირაკლი გაგნიძეს მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა.