ცნობილი ბლოგერი, სოფია კვინიკაძე, მამაზე პირველად საუბრობს:"დედა და მამა დაშორებულები არ ყოფილან, მამა რომ ჩავიდა ამერიკაში, იქ გარდაიცვალა" - კვირის პალიტრა

ცნობილი ბლოგერი, სოფია კვინიკაძე, მამაზე პირველად საუბრობს:"დედა და მამა დაშორებულები არ ყოფილან, მამა რომ ჩავიდა ამერიკაში, იქ გარდაიცვალა"

სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ ბლო­გერს, სო­ფია კვი­ნი­კა­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. ამ­ჟა­მად სო­ფია შვი­ლის მო­ლო­დინ­შია და გა­და­წყვი­ტა თა­ვი­სი გა­მომ­წე­რე­ბის­თვის მო­ე­ყო­ლაის­ტო­რია მა­მა­ზე, რო­მე­ლიც ერთი წლის წინ და­ე­ღუ­პა.

ვრცელ ის­ტო­რი­ა­ში წა­ი­კი­თხავთ სო­ფი­ა­სა და მისი დის მძი­მე და ტკი­ვი­ლით სავ­სე გზა­ზე, რო­მე­ლიც მშობ­ლე­ბის ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლამ მო­უ­ტა­ნათ. სო­ფია გულ­წრფე­ლად სა­უბ­რობს მა­მის და­კარ­გვა­ზე, ემიგ­რა­ცი­ის გავ­ლე­ნა­ზე, ოჯა­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე და იმ გუ­ლის­ტკი­ვილ­ზე, რაც უთ­ქმელ სი­ტყვებს და გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბელ ნა­ბი­ჯებს მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე. სო­ფია გვი­ზი­ა­რებს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა დრო­სა და სივ­რცე­ში გა­წყვე­ტილ­მა კავ­ში­რებ­მა წლე­ბი წა­არ­თვას ურ­თი­ერ­თო­ბებს და რო­გორ ცდი­ლობ­და, ბო­ლოს­და­ბო­ლოს, მა­მის­კენ გა­და­ედ­გა ის მო­ნატ­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯი, მაგ­რამ მის­მა და­ღუპ­ვამ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა.

ეს მისი პი­რა­დი ამ­ბა­ვია სი­შო­რე­ზე, მა­მის დაბ­რუ­ნე­ბის მცდე­ლო­ბა­ზე და იმ გაკ­ვე­თილ­ზე, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რის­თვის მა­გა­ლი­თად იქ­ცეს - ურ­თი­ერ­თო­ბა მოვ­ლას და დროს სა­ჭი­რო­ებს, რად­გან არა­ვინ იცის ხვალ რა მოხ­დე­ბა

სო­ფია კვი­ნი­კა­ძე:

ბევ­რმა არ იცის, რომ მამა მყავს გარ­დაც­ვლი­ლი, მა­მას სუ­რა­თი რაც დავ­დე, ეს მას შემ­დეგ აღ­მო­ვა­ჩი­ნე. მამა ახა­ლი გარ­დაც­ვლი­ლია, წლის­თა­ვი ახ­ლა­ხან გვქონ­და. 23 თე­ბერ­ვალს და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და და დე­დამ სა­კურ­თხი გა­უ­კე­თა. მამა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ამე­რი­კა­ში იყო, ახა­ლი წა­სუ­ლი იყო იქ, მა­ნამ­დე რუ­სეთ­ში ცხოვ­რობ­და. დედა და მამა და­შო­რე­ბუ­ლე­ბი არ ყო­ფი­ლან, ერ­თად იყ­ვნენ, მაგ­რამ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში იყ­ვნენ. მამა რომ ჩა­ვი­და ამე­რი­კა­ში, იქ გარ­და­იც­ვა­ლა მა­ლე­ვე.

დე­დას­თან ბოლო რამ­დე­ნი­მე წელი მა­ინც გა­ვა­ტა­რეთ ერ­თად. თქვენ არ ით­ვა­ლის­წი­ნებთ იმ ფაქტს, რომ სა­ნამ მე უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, დე­დაც თით­ქმის უცხო ადა­მი­ა­ნი­ვით იყო, მარ­ტო და­რეკ­ვით ვიც­ნობ­დით, იმი­ტომ რომ მე­ო­რე კლა­სი და­ვამ­თავ­რე, დედა რომ სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვი­და.

ბევ­რი ადა­მი­ა­ნი არ ით­ვა­ლის­წი­ნებს რამ­დე­ნად სა­ში­ნე­ლი ზე­გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ემიგ­რან­ტო­ბას, ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­სა და სი­ახ­ლო­ვე­ზე. ჩვე­ნი ოჯა­ხი ამან ფაქ­ტობ­რი­ვად და­შა­ლა. დე­დას­თან შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ ურ­თი­ერ­თო­ბა, რად­გან დე­დის მხა­რეს­თან ვი­ყა­ვით და­ტო­ვე­ბუ­ლი, მა­მას­თან უფრო გაგ­ვი­ცივ­და. მერე დი­დო­ბა­ში მეც წა­ვე­დი, წა­მო­ვე­დი, ძა­ლი­ან რთუ­ლია. ბევ­რად უფრო რთუ­ლია, ვიდ­რე წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ.

დე­დას­თან ახლა, ბოლო ხა­ნებ­ში უფრო ვი­ცხოვ­რეთ, ან რა ვი­ცხოვ­რეთ, გა­დაბ­მუ­ლად ერთი წელი არ გვი­ცხოვ­რია ერ­თად ზრდას­რუ­ლო­ბა­ში. მა­მის მხა­რეს ბე­ბია და ბა­ბუა, ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ბე­ბია და ბა­ბუა იყ­ვნენ, ახლა გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან. ყვე­ლამ იცის, რომ მა­მა­ჩემს და­ლე­ვა უყ­ვარ­და, ღვი­ნის კაცი იყო, სულ ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი ღვი­ნის ბოთ­ლი ჰქონ­და. ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სუ­რა­თი აქვს ყუ­რძნით ხელ­ში.

მამა და დე­დას ერ­თმა­ნე­თი სი­გი­ჟემ­დე უყ­ვარ­დათ, დედა და­ლე­ვა­ზე ხუმ­რო­ბით ეჩხუ­ბე­ბო­და ხოლ­მე. მა­მა­ზე მშვი­დი, თბი­ლი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და­ლე­ულ­ზე არ არ­სე­ბობ­და. არა­სო­დეს ჰქო­ნია აგ­რე­სია. გა­ჭირ­ვე­ბამ მო­ი­ტა­ნა ის, რომ ჯერ კი­დევ ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი იყო სა­ბერ­ძნეთ­ში წას­ვლა, დედა რომ წა­ვი­და. მამა წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. ასე იწყე­ბა კონ­ფლიქ­ტი, გა­უ­გებ­რო­ბა, გა­ყო­ფა. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და დედა, მის გა­რე­შე ვერ ჩერ­დე­ბო­და და გაჰ­ყვა. იქ ერ­თად იყ­ვნენ, ჩვენ ბე­ბი­ას­თან ვი­ყა­ვით და­ტო­ვე­ბუ­ლე­ბი. შემ­დეგ მამა ჩა­მო­ვი­და, დედა დარ­ჩა, ჩვენ მა­მას­თან მა­ინც არ წავ­სულ­ვართ, დე­დის მშობ­ლებ­თან დავ­რჩით. არ მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მამა-შვი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქო­ნო­და.

რო­დე­საც ოჯა­ხუ­რი სი­ახ­ლო­ვე არ არის, სით­ბო, პა­ტა­რა კონ­ფლიქ­ტი, გა­უ­გებ­რო­ბა, უცხოდ რომ ხარ მა­მას­თან და ნას­ვა­მი გე­ლა­პა­რა­კე­ბა, ისე აღარ გეს­მის მისი სი­ტყვე­ბი, რო­გორც უნდა გეს­მო­დეს. რამ­დე­ნი­მე­ჯერ დე­დაც რომ ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ფლიქ­ტე­ბი გვქონ­და, ვერ ვე­გუ­ე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს, გვი­ჭირ­და ძა­ლი­ან. დე­დი­კო ამ ყვე­ლა­ფერს მო­ე­რია, დიდი როლი ითა­მა­შა იმა­ნაც, რომ დე­დის დე­დას­თან ვი­ყა­ვით და­ტო­ვე­ბუ­ლე­ბი. მამა ვერ მო­ე­რია და ამან ჩვენს შო­რის ბა­რი­ე­რი შექ­მნა. ამა­ზე ყო­ველ­თვის მწყდე­ბა გული.

ბოლო წლებ­ში დაგ­ვით­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა, ჩვენც რა­ღა­ცე­ბი გა­დავ­ხარ­შეთ. ერ­თმა­ნეთს ბევ­რი რა­ღაც ვა­პა­ტი­ეთ. ვცდი­ლობ­დით, ცოტა უფრო აქ­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქო­ნო­და. და­ახ­ლო­ე­ბა რომ და­ვი­წყეთ ერ­თმა­ნეთ­თან, როცა ვი­ფიქ­რე, რომ რა იქ­ნე­ბო­და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გვქო­ნო­და ეს ურ­თი­ერ­თო­ბა. 47 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა მამა, 16 წლის იყო მამა რომ გახ­და. არ დაგ­ვცალ­და სა­უ­ბე­დუ­როდ ამ ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა.

ძა­ლი­ან დიდი გუ­ლის­წყვე­ტა გვქონ­და, ძლივს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა მი­ვი­და იმ წერ­ტი­ლამ­დე რომ ერ­თმა­ნე­თის­კენ და­ვი­წყეთ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა. აქე­დან გაკ­ვე­თი­ლი რაც ვის­წავ­ლე, არა­სო­დეს არ უნდა იფიქ­რო, რომ შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არის გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი და ამ ურ­თი­ერ­თო­ბას მოვ­ლა არ სჭირ­დე­ბა. არა­სო­დეს იცი, ხვა­ლინ­დე­ლი დღე დად­გე­ბა თუ არა. დე­დას ყვე­ლა­ზე დიდი ტკი­ვი­ლი იყო, რომ ვერ გვქონ­და მა­მას­თან ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა რო­გორც მას უნ­დო­და.