"სანდრო ცნობილაძე - "სექსულური მანიაკ-შანტაჟისტი" ისეთი აბსურდია, რომ ამ თემაზე მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ ვინმემ არ იფიქროს - ეს ამბავი გამომეპარა... " - რას ამბობს ბიძინა ბარათაშვილი - კვირის პალიტრა

"სანდრო ცნობილაძე - "სექსულური მანიაკ-შანტაჟისტი" ისეთი აბსურდია, რომ ამ თემაზე მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ ვინმემ არ იფიქროს - ეს ამბავი გამომეპარა... " - რას ამბობს ბიძინა ბარათაშვილი

"სანდრო ცნობილაძეს ვიცნობ 30 წელიწადზე მეტი ხანია. აქედან 25 წელი ერთად გვიმუშავია" , - ამის შესახებ ბიძინა ბარათაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"სანდრო - "პორნო მაგნატი" თუ სანდრო - "სექსულური მანიაკ-შანტაჟისტი" ისეთი აბსურდია, რომ ამ თემაზე მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ ვინმემ არ იფიქროს - ეს ამბავი გამომეპარა... სამწუხაროდ, ჩვენს ირგვლივ ბოდვა გრძელდება...", - წერს ბარათაშვილი.

სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა გუშინ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩაატარა.

როგორც უწყებაში განაცხადეს, ჩხრეკა პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის უკანონო მოპოვების საქმეს უკავშირდება.

„საქმე ეხება დაზარალებული ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის უკანონო მოპოვებას“, - განაცხადეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

. თავად ცნობილაძე აღნიშნულ პროცესს საპროტესტო აქციებზე მის აქტიურობას უკავშირებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ იცის, რას ეძებენ მის სახლში. ცნობილაძის თქმით,ამოიღეს ტელეფონები, ლეპტოპები და კომპიუტერი.