"სააკაშვილი უკვე ჩასული იქნებოდა გურიაშიც და აჭარაშიც - ვნახავდით "ლაფატკით" ხელში, ტრაქტორზე შემხტარს..." - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი უკვე ჩასული იქნებოდა გურიაშიც და აჭარაშიც - ვნახავდით "ლაფატკით" ხელში, ტრაქტორზე შემხტარს..."

მწე­რა­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ტო­რე­სა მოსი გუ­რი­ა­სა და აჭა­რა­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა. მისი თქმით სტი­ქი­ამ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს თავს და­ა­ტყდა ნა­თე­ლი გა­ხა­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი­სად­მი.

“მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ამომ­რჩე­ვე­ლი არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ. ბევ­რი მი­ზე­ზის გამო. მაგ­რამ ზუს­ტად ახლა და ზუს­ტად მე უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ ეს რომ მომ­ხდა­რი­ყო “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს, სა­ა­კაშ­ვი­ლი პი­რა­დად იქ­ნე­ბო­და ჩა­სუ­ლი გუ­რი­ა­შიც და აჭა­რა­შიც. ვნა­ხავ­დით, "ლა­ფატ­კით" ხელ­ში რო­გორ ცდი­ლობს გზის გაკ­ვალ­ვას რო­მე­ლი­მე სახ­ლის­კენ; ვნა­ხავ­დით ტრაქ­ტორ­ზე შემხტარს; ვნა­ხავ­დით, რო­გორ ამ­ხობს თავ­ზე რო­მე­ლი­მე გამ­გე­ბელს, რო­მელ­მაც რა­ღაც არ გა­ა­კე­თა, რაც უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ამა­ზე ტრაკ­ში პერო სა­ზო­გა­დო­ე­ბა დავ­ცი­ნებ­დით, ვი­ტყო­დით რომ ეს კაცი პო­პუ­ლის­ტია, კაი, რა, აი, რა დროს ამის პო­ზი­ო­რო­ბაა, მაგ­რამ იქ, თოვლში ჩარ­ჩე­ნილ ხალ­ხს ეცო­დი­ნე­ბო­და, რომ სა­ხელ­მწი­ფო იქ არის, რომ მარ­ტო არ არი­ან, რომ პრე­ზი­დენ­ტი პი­რა­დად არის ჩა­სუ­ლი და ყვე­ლა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს მათ და­სახ­მა­რებ­ლად. და ჰო, ახლა ამ გა­და­სა­ხე­დი­დან ვხვდე­ბი, რომ ზოგ­ჯერ რა­ღაც არ არის მარ­ტო პო­პუ­ლიზ­მი. ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა იმის რწმე­ნამ გა­და­არ­ჩი­ნოს, რომ დახ­მა­რე­ბა გზა­შია და ის მარ­ტო არ არის.

“ქო­ცე­ბის“ შე­და­რე­ბა “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ არ შე­იძ­ლე­ბა. “ქო­ცებ­მა“ ჩა­ი­დი­ნეს ყვე­ლა ის და­ნა­შა­უ­ლი, რის­თვი­საც პა­სუხს ვთხოვ­დით “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და ჩა­ი­დი­ნეს გა­ცი­ლე­ბით უა­რე­სი. მათ გა­ა­კე­თეს ის, რაც არ გა­ა­კე­თა სა­ა­კაშ­ვილ­მა 2012 წელს და არ­ჩევ­ნებ­ში მარ­ცხი აღი­ა­რა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­და­ა­ბა­რა და არ შეგ­ვით­რია მთე­ლი ქვე­ყა­ნა ამ დამ­ღუპ­ველ სცე­ნარ­ში.

ომი არ მინ­და, მაგ­რამ მინ­და მჯე­რო­დეს, რომ თუ ამ ქვე­ყა­ნას კვლავ და­ეს­ხმე­ბა თავს რუ­სე­თი, ან ნე­ბის­მი­ე­რი ვინ­მე, მყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ამ ქვეყ­ნის და­სა­ცა­ვად იბ­რძო­ლებს. მინ­და მჯე­რო­დეს რომ ქვე­ყა­ნას არ მარ­თავს დამფრ­თხა­ლი კაცი, რო­მე­ლიც თავ­დას­ხმის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თებ­ში არ და­ქო­ქავს თვითმფრი­ნავს და სად­მე თბილ ქვეყ­ნებ­ში არ გაფ­რინ­დე­ბა.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გა­და­იქ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის სიკ­ვდი­ლად და მათ­თან შე­და­რე­ბით ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იყო ყვე­ლა­ზე პატ­რი­ო­ტუ­ლი, რე­ფორ­მა­ტო­რუ­ლი და ხალ­ხზე მზრუნ­ვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გრძნობ­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და აშე­ნებ­და სა­ხელ­მწი­ფოს.

ამი­ტომ დღე­ი­დან როცა პრო­პა­გან­დის­ტე­ბი გე­ტყვი­ან რომ “ნაცი“ ხართ, გა­მო­დით თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟი­მი­დან. “ქო­ცებ­ზე“ უა­რე­სი ამ ქვე­ყა­ნას არა­ვინ და არა­ფე­რი ახ­სოვს“, - წერს მწე­რა­ლი.

ambebi.ge