რა ხდება ქუთაისის აეროპორტში - აბუ-დაბი ქუთაისის რეისი თბილისმა მიიღო
დიდთოვლობის და უამინდობის, ასევე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ცუდი ხილვადობის გამო, აბუ-დაბი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ცარიელი ბორტი ქუთაისის აეროპორტში დაჯდა და რეისს დღეს,18:00-ზე შეასრულებს.
ამასთან, როგორც აეროპორტში განმარტავენ, ქუთაისში გზებზე გართულებული გადაადგილების გამო, დროებით ჩერდება ე.წ. „შატლ ბასების“ მოძრაობა ქალაქიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით.
„დასავლეთ საქართველოში არსებული დიდთოვლობის და უამინდობის, ასევე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ცუდი ხილვადობის გამო, აბუ-დაბი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო. მოგვიანებით, ცარიელი ბორტი ქუთაისის აეროპორტში დაჯდა და რეისს დღეს, 18:00 საათზე შეასრულებს. აღნიშნული რეისის ყველა მგზავრი სასტუმროში იქნება დაბინავებული. ქუთაისში გზებზე გართულებული გადაადგილების გამო, დროებით ჩერდება ე.წ. „შატლ ბასების“ მოძრაობა ქალაქიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხორციელდება საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ყველა პროცედურა. ასევე, სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით მუშავდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირების შესახებ დამატებითი ინფორმაციას ოპერატიულად გავავრცელებთ“,-აღნიშნულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"ინტერპრესნიუსი"